სიახლე

ძალადობრივ ექსტრემიზმთან გამკლავების შესახებ სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა

დღეს, საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ორგანიზებით, ძალადობრივ ექსტრემიზმთან გამკლავება - კონცეფციების, პროგრამების შექმნისა და მოწინავე პრაქტიკის შესახებ გაცნობითი ხასიათის სახელმძღვანელო - ონლაინ პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციის მომხსენებლები იყვნენ: გიორგი გოგუაძე  საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის დირექტორი და მარიამ თოხაძე ტერორიზმის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი და სახელმძღვანელოს ქართული ვერსიის ავტორი.

შეხვედრის პირველი ნაწილი პრეზენტაციას დაეთმო, ხოლო შემდგომ მომხსენებლებმა მონაწილეთა შეკითხვებს უპასუხეს.

ძალადობრივი ექსტრემიზმის შესახებ, ეს არის პირველი სახელმძღვანელოს ტიპის დოკუმენტი, რომელიც ადაპტირებული და მორგეგბულია ქართულ რეალობაზე. სახელმძღვანელო ითარგმნა და შესაბამისი ექსპერტის დახმარებით ქართულ კონტექსტისთვის ადაპტირდა ჰედაიას ცენტრთან, Search for Common Ground - თან და ევროკავშირთან თანამშრომლობით.

სახელმძღვანელოში განხილულია ძალადობრივ ექსტრემიზმთან გამკლავების სფეროში არსებული მრავასექტორული მიდგომები, პროგრამები და საერთაშორისო გამოცდილება. შესბამისად, სახელმძღვანელო განკუთვნილია როგორც საჯარო მოხელეებისთვის, ისე სამოალაქო საზოგადოების, მედიის, ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის.

სახელმძღვანელოს პრეზენტაცია პროექტისძალადობრივი ექსტრემიზმის პრევენცია საქართველოში - საჯარო მოხელეებისა და სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების განვითარებაფარგლებში გაიმართა. პროექტს მხარს უჭერს ჰედაიას ცენტრი, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „STRIVE Global Program“ ფარგლებში.