სიახლე

ესეების კონკურსი სტუდენტებისთვის - "უკეთ გავიცნოთ ნატო"

საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი - GCSD აცხადებს ესეების კონკურსს სტუდენტებისთვის - "უკეთ გავიცნოთ ნატო".

კონკურსი მოიცავს ნაშრომის მომზადებას შემდეგ სავარაუდო თემებზე:

  • რუსეთის ომი უკრაინაში: ახალი საერთაშორისო წესრიგი და ნატოს როლი მასში;
  • საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივები უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე;
  • ფინეთის და შვედეთის სავარაუდო გაწევრიანების გავლენა ნატოზე;
  • აღმოსავლეთ ევროპა, როგორც ნატოს გამწევი ძალა: ახალი გეოპოლიტიკური მოთამაშე?
  • გერმანიის პოლიტიკის ისტორიული ცვლილება - გავლენა ნატოზე;
  • თურქეთი: ნატოს სანდო მოკავშირე თუ მერყევი აქტორი განსხვავებული ინტერესებით?
  • რუსეთის ომი უკრაინაში, როგორც ნატოს შემაკავშირებელი ფაქტორი.


კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის მე-3 და მე-4 კურსების, ასევე, მაგისტრატურის სტუდენტებს. კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად, რომლის ფარგლებშიც შეირჩევა 5 საუკეთესო ნაშრომი. საუკეთესო ნაშრომების ავტორები მიიღებენ ფულად ჯილდოს. ამასთან, ავტორები საკუთარ ნაშრომებს წარადგენენ პროექტის შემაჯამებელ კონფერენციაზე.

კონკურსში მონაწილეობისთვის წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  1. საკონკურსო ნაშრომის მოკლე მიმოხილვა/აბსტრაქტი ქართულ ენაზე (არაუმეტეს 300 სიტყვისა);
  2. რეზიუმე (CV) ქართულ ან ინგლისურ ენაზე არაუმეტეს 2 გვერდისა;
  3. წარსულში შესრულებული ნაშრომი (სტატია, რეფერატი, ა.შ.) ქართულ ან ინგლისურ ენაზე.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ ჩამოთვლილი დოკუმენტები გამოგზავნოთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: vacancy@gcsd.org.ge არაუგვიანეს 2022 წლის 15 ივნისისა. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ - "უკეთ გავიცნოთ ნატო" და თქვენი სახელი და გვარი.

პროექტს "უკეთ გავიცნოთ ნატო" #GCSD ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილების მხადაჭერით ახორციელებს. პროექტის მიზანია, ახალგაზრდებს და საზოგადოების სხვა ჯგუფებს გააცნოს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის შესახებ არსებული აქტუალური თემები და ხელი შეუწყოს ამ საკითხებზე დისკუსიის წარმართვას.