სიახლე

GCSD ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა

საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი (GCSD), ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა. ამერიკის სავაჭრო პალატა (AmCham) არის უმსხვილესი საერთაშორისო ბიზნეს პალატა საქართველოში, რომელიც 200-მდე კომპანიას აერთიანებს. ბიზნეს რეგულაციების გაუმჯობესების ფორმირებაში მთავრობასთან თანამშრომლობით, ქართველ და საერთაშორისო ინვესტორებს შორის კავშირების ხელშეწყობით, ასევე ბიზნესისა და სამთავრობო კავშირების მხარდაჭერით, AmCham მუშაობს აშშ-საქართველოს ურთიერთობებისა და საქართველოში ბიზნეს გარემოს განვითარებაზე.