GCSD ბათუმში შავი ზღვის თანამშრომლობის ცენტრს აფუძნებს
#GCSD-ისთვის მაისი მნიშვნელოვანი სიახლით იწყება. ჩვენი სამუშაო არეალი ფართოვდება შავი ზღვის თანამშრომლობის ცენტრის (BSCC) ბათუმში დაფუძნებით.
ცენტრის ამოცანები და ფუნქციები იქნება:
შავი ზღვის რეგიონში თანამშრომლობისთვის ახალი პლატფორმების შექმნა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ შავი ზღვის ქვეყნების საექსპერტო წრეების წარმომადგენლები;
შავი ზღვის რეგიონის ეკონომიკური, მათ შორის სატრანზიტო პოტენციალის მუდმივი კვლევა, ანალიზი და თემატური კონფერენციების გამართვა.
ცენტრის მთავარი ამოცანა იქნება შესთავაზოს აჭარისა და დასავლეთ საქართველოში მცხოვრებ ახალგაზრდებს პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროებში (სტაჟირების, პროექტებსა და კვლევებში ჩართვის გზით).
პროფესიული განვითარების პროგრამების შემუშავება და განხორციელება აჭარის რეგიონში, შესაბამის დარგის სტუდენტებისთვის;
აჭარის მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების შესაძლებლობათა გაძლიერებისთვის შესაბამისი პროექტების დაგეგმვა და განხორციელება ადგილობრივ დონეზე საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით დისკუსიი გაღრმავება საჯარო და სამოქალაქო სექტორს შორის;
ცენტრის მთავარი პარტნიორია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ცენტრი ოფიციალურად 11 მაისს, ბათუმის კონფერენციის პარალელურად გაიხსნება.