სიახლე

GCSD-ის ბანაკი ახმეტის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებისთვის

საქართველოს უსაფრთხოების და განვითარების ცენტრმა (GCSD) სამდღიანი ბანაკი ახმეტის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებისთვის დაასრულა.

ბანაკის მთავარ მიზანს წარმოადგენდა შესაძლებლობების გაძლიერება ახალგაზრდებისთვის. ბანაკის ფარგლებში შერჩეულ 14 მონაწილეს სხვადასხვა თეორიული და პრაქტიკული უნარების განვითარების შესაძლებლობა ჰქონდა. მონაწილეებმა გამომუშავეს პრაქტიკული უნარები, რომელიც მათ დაეხმარება აქტიურ სამოქალაქო ჩართულობაში, სამომავლოდ წარმატების მიღწევასა და ლიდერული თვისებების განვითარებაში.

ბანაკის თემატური მიმართულებები იყო:

  • შეხვედრა ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და მათგან ინფორმაციის მიღება სამომავლოდ განთლების მიღებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობებზე, რაც მოიცავს მოკლე და გრძელვადიან პროგრამებს საქართველოში და საზღვარგარეთ.
  • სემინარი „უნარები სამომავლო წარმატებისთვის“, რაც გულისხმობს მონაწილეებისთვის პრაქტიკული უნარების განვითარებას რეზიუმეს და სამოტივაციო წერილის შედგენაში, ეფექტური პრეზენტაციის მომზადებასა და საჯარო გამოსვლაში
  • თემატური კინოჩვენება და შემდგომი დისკუსიები
  • ტრენინგი სამოქალაქო ჩართულობის საკითხებზე
  • კონფლიქტსა და სხვადასხვა სოციალურ რისკებთან გამკლავების გზები

ამასთანავე, ბანაკის ფარგლებში გაიმართა სხვადასხვა ტიპის ინტერაქციული/ გასართობი აქტივობები. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, უკეთ გაეცნოთ ერთმანეთი და ემუშავათ გუნდური პრინციპით.

ღონისძიება პროექტის „ადგილობრივი საზოგადოების მხარდაჭერის ინიციატივა საქართველოში“ ფარგლებში PH International-ის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მოცემული რეგიონების საზოგადოებათა მედეგობის (resilience) გაზრდას, სოციალურ დიალოგს, კრიტიკული აზროვნებასა და ადგილობრივი ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობას.