სიახლე

GCSD-ის მრჩეველთა საბჭოს პროფესორი რობერტ ა. პეიპი უერთდება

საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრმა (GCSD) მრჩეველთა საბჭოში ახალი წევრი, მსოფლიო დონის პოლიტიკის მეცნიერი, პროფესორი რობერ ა. პეიპი მიიღო.

პროფესორი პეიპი ჩიკაგოს უნივერსიტეტში უვადო კონტრაქტი მქონე პოლიტიკური მეცნიერების პროფესორია. ამასთან, იგი არის ამავე უნივერსიტეტის უსაფრთხოებისა და საფრთხეების პროექტის დამფუძნებელი და დირექტორი. რობერტ პეიპის კვლევის საკითხები, ეროვნულ და საერთაშორისო უსაფრთხოებას, უფრო კონკრეტულად, საჰაერო ძალებს, ამერიკულ და საერთაშორისო პოლიტიკურ ძალადობას, სოციალური მედიის პროპაგანდასა და ტერორიზმს ეხება. რობერტ პეიპი არის ავტორი წიგნებისა: Bombing to Win: Air Power and Coercion in War (1996), Dying to Win: The Strategic Logic of Suicide Terrorism (2005), Cutting the Fuse: The Explosion of Global Suicide Terrorism and How to Stop It (2010) (თანაავტორი ჯეიმს კ. ფელდმანთან ერთად).

1990-იან წლებში იგი სწავლობდა პოლიტიკურ ძალადობას კონცენტრაციით ბოსნიასა და კოსოვოს დაპირისპირებებზე.  მომდევნო წლებში იკვლევდა სუიციდურ ტერორიზმსა და ჰუმანიტარიანულ პასუხებს პოლიტიკურ ძალადობაზე. მან ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მიაწოდა ინფორმაცია ავღანეთის ომის დასრულების სტრატეგიის შესახებ და ჩიკაგოს უნივერსიტეტის თანაავტორობით უმასპინძლა სემინარს ტერაქტებზე რეაგირების გაუმჯობესების შესახებ. პეიპმა 2015-2020 წლებში აშშ-ში მემარჯვენე ექსტრემისტების დემოგრაფიული პროფილური კვლევები ჩაატარა. 2021 წელს მან გამოაქვეყნა პირველი სისტემური კვლევა 2021 წლის 6 იანვარს აშშ-ს კაპიტოლიუმზე თავდასხმისთვის დაკავებულ პირთა დემოგრაფიული პროფილისა და პოლიტიკური გეოგრაფიის შესახებ.

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: https://cpost.uchicago.edu/people/profile/robert_pape/

 

GCSD-ისთვის პატივია, პროფესორ პეიპის ჩვენს მრჩეველთა საბჭოში მიღება. პროფესორი პეიპი არა მხოლოდ გამორჩეულ აკადემიურ ხედვას გვთავაზობს, არამედ მის გარშემო არსებულ ექსპერტთა საერთაშორისო ქსელ.