GCSD კარგი მმართველობის ფონდის პროგრამაში ჩაერთო
საქართველოს სტრაგეიისა და განვითარების ცენტრი ჩაერთო საერთაშორისო პროგრამაში, რომელიც ხორციელდება დიდი ბრიტანეთის სამეფოს საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტის (DfID) მხარდაჭერის ფარგლებში.
კარგი მმართველობის ფონდი (Good Governance Fund) საქართველოში 2015 წლიდან აქტიურად ეხმარება საქართველოს ეკონომიკური და მმართველობითი რეფორმების განხორციელებაში. ფონდის მიერ განხორციელებული პროგრამები და პროექტები მიზნად ისახავს საკანონმდებლო პროცესების უკეთ წარმართვას, ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას და სხვადასხვა სექტორალურ გაძლიერებას.
წარმოდგენილია პროგრამის მმართველ ჯგუფში (PMU) პროგრამის ადგილობრივი დირექტორისა (ლევან დოლიძე) ფონდის კოორდინატორისა (გიორგი გოგუაძე) და თემატური ექსპერტების სახით.
პროგრამა ხორციელდება საერთაშორისო კომპანია ALINEA-ს ხელმძღვანელობით და საქართველოს გარდა ფარავს სომხეთს, მოლდოვას, უკრაინასა და დასავლეთ ბალნაკურ სახელმწიფოებს.
დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ განთავსდება ჩვენ ვებ-გვერდზე.