სიახლე

GCSD-მ ბრიუსელში მოქმედ საკონსულტაციო ჯგუფთან (B&S EUROPE) ხელშეკრულება გაფორმა

საქართველოს უსაფრთხოების და განვითარების ცენტრმა (GCSD) გააფორმა ხელშეკრულება ბრიუსელში მოქმედ საკონსულტაციო ჯგუფთან (B&S Europe), რომლის საფუძველზე #GCSD ჩაერთო უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერების მიზნით ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის განხორციელებაში. ამავე შეთანხმების თანახმად, GCSD საკონსულტაციო მომსახურებას გაუწევს B&S Europe–ს პოლიტიკის ანალიზის კუთხით.

ზემოაღნიშნული პროექტი ხორციელდება კონსორციუმის მიერ, რომელიც მოიცავს ბრიუსელში მოქმედ საკონსულტაციო ჯგუფს B&S Europe, პოლონეთის ეკონომიკის კვლევებისა და საკონსულტაციო კომპანიების ჯგუფს Ecorys-ს, და პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგ ჯგუფს PMCG-ს.