სიახლე

GCSD-მ და ლიბერიის უსაფრთხოების კვლევისა და განვითარების ცენტრმა მემორანდუმი გააფორმეს

გამოცდილების გაზიარებისა და ახალ პარტნიორებთან ურთიერთობის დამყარება #GCSD-ისთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. გამოცდილების გაზიარებისა და სამომავლო პროგრამების განხორციელების მიზნით, #GCSD-იმ ხელი მოაწერა თანამშრომლობის მემორანდუმს ლიბერიაში არსებულ უსაფრთხოების კვლევისა და განვითარების ცენტრთან (CENSSAD). ჩვენ ერთობლივად ვიმუშავებთ შემდეგ საკითხებზე:

  • საპარლამენტო ზედამხედველობის გაზრდა უსაფრთხოების სექტორზე;
  • რადიკალიზაციასა და ძალადობრივ ექსტრემიზმთან გამკლავება;
  • კვლევითი შესაძლებლობების გაზრდა;

GCSD ასევე გეგმავს აფრიკის სხვა სახელმწიფოებში თემატურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობისა და მუშაობის დაწყებას.