GCSD-მ პროგრამის “ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციის მიმართულებით საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერება“ განცორციელების პირველი წელი შეაჯამა
საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრმა (GCSD) 16 აპრილს, პროგრამის - “ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციის მიმართულებით საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერება“, პირველი წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართა.
შეხვედრა GCSD დირექტორმა გიორგი გოგუაძემ გახსნა და მადლობა გადაუხადა პარტნიორი უწყებებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებს. GCSD-ის დირექტორის მოადგილემ მარიამ თოხაძემ, განიხილა პროგრამის მიზნები და შეაჯამა მისი განხორციელების პირველი წელი. პროგრამის ფარგლებში გაცემული ქვეგრანტების მფლობელი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მაკა ბიბილეიშვილმა (სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი) და ნათია კუპრაშვილმა (ჟურნალისტიკური რესურს ცენტრი) ისაუბრეს ქვეპროექტების ფარგლებში შესრულებულ სამუშაოებზე, მიღებულ გაკვეთილებსა და გამოწვევებზე. ღონისძიების დასასრულს მარიამ თოხაძემ პროექტის მომდევნო წლისათვის დაგეგმილი აქტივობები წარადგინა.
ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, GCSD-იმ ოთხწლიანი მრავალშრიანი პროგრამის განხორციელება, 2020 წელის მარტიტან დაიწყო. პროგრამის მიზანია განავითაროს ქვეყნის ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციის შესაძლებლობები. იგი გულისხმობს GCSD-ის აქტიურ თანამშრომლობას, როგორც შესაბამის სახელმწიფო სექტორებთან, ისე მედიის, აკადემიის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.