სიახლე

კონფერენცია - „ისაუბრე, იკვლიე და აღმოაჩინე ნატო“

საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის ორგანიზებით,  პროექტის - „ისაუბრე, იკვლიე და აღმოაჩინე ნატო“ - ფარგლებში, კონფერენცია გაიმართა.

კონფერენცია საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის ელჩმა მარიუშ მაშკიევიჩმა და GCSD-ის დირექტორმა მარიამ თოხაძემ გახსნეს.

კონფერენცია სამი პანელისგან შედგებოდა, სადაც თემატურმა დარგის ექსპერტებმა ისაუბრეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ირგვლივ არსებულ თემებზე. ასევე, პანელურ დისკუსიებში მონაწილეობდნენ პროექტის ფარგლებში გამოცხადებული სტუდენტური კვლევითი კონკურსის გამარჯვებულები, რომლებმაც საკუთარი ნაშრომები წარადგინეს. კონფერენციის ბოლოს მათ შესაბამისი სერტიფიკატებიც გადაეცათ.

პროექტს „ისაუბრე, იკვლიე და აღმოაჩინე ნატო“ GCSD საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტი რამდენიმე კომპონენტისგან შედგება, კერძოდ - საუბრები ნატოს შესახებ, სტუდენტების და ექსპერტების მიერ კვლევითი დოკუმენტების მომზადება და შემაჯამებელი კონფერენცია.