ლევან დოლიძე – კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმ ასიმეტრიული საფრთხეების კარგად გააზრება, რაც რუსეთიდან მომდინარეობს
უსაფრთხოების მიუნხენის კონფერენციის შედეგებზე, უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრის ხელმძღვანელს ლევან დოლიძეს ესაუბრა.
– ბატონო ლევან, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია დასრულდა. როგორც ყოველთვის, იგი წელსაც მრავალმხრივ იყო საინტერესო. თქვენ როგორ შეაფასებდით მის შედეგებს?
– ვფიქრობ, მთავარი, რაც მიუნხენის კონფერენციამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, არის ტრსანსატლანტიკურ ურთიერთობებში აშშ-სა და ევროპულ ქვეყნებს შორის არსებული საკმაოდ რთული გამოწვევები და მათი დროულად გადალახვის უკიდურესი აუცილებლობა.
სამწუხაროდ, დღეს მსოფლიო მრავალი პრობლემის წინაშე დგას – სახეზეა როგორც ტრადიციული, ე. წ. კონვენციური, ასევე ახალი ტიპის საფრთხეების სიმრავლე, რომელთა გამკლავება აშშ-სა და ევროკავშირის ძალისხმევის კონსოლიდაციის გარეშე რთული იქნება
სამწუხაროდ, დღეს მსოფლიო მრავალი პრობლემის წინაშე დგას – სახეზეა როგორც ტრადიციული, ე. წ. კონვენციური, ასევე ახალი ტიპის საფრთხეების სიმრავლე, რომელთა გამკლავება აშშ-სა და ევროკავშირის ძალისხმევის კონსოლიდაციის გარეშე რთული იქნება.
ამ მხრივ ასევე აღსანიშნავია თავად ევროკავშირში არსებული გამოწვევები, მათ შორის ე.წ. ბრექსიტი და დასავლეთ ევროპის ცალკეულ სახელმწიფოებში, მათ შორის გერმანიაში, საფრანგეთსა და ესპანეთში, სხვადასხვა მიზეზებიდან გამომდინარე ტრადიციული პოლიტიკური ჯგუფების დასუსტება, რამაც შესაძლოა ამ სახელმწიფოებში გარკვეული პოლიტიკური ტურბულენტობების წინაპირობები შექმნას.
რთულია გამოვყოთ კონკრეტული თემა, რომლის შესახებ შეგვიძლია ვიმსჯელოთ როგორც მიუნხენის კონფერენციაზე მიღწეულ შედეგებზე. სიმართლე გითხრათ, ამის მოლოდინი არც მქონია
ვინაიდან ევროკავშირი არის მსოფლიოში მეორე ყველაზე დიდი ეკონომიკა და პირველი სავაჭრო პარტნიორი მსოფლიოს უამრავი ქვეყნისთვის, ბუნებრივია, ამ სივრცეში მიმდინარე პროცესები და მათი შედეგები სცდება ევროკავშირის საზღვრებს.
უკვე ნახსენები საკითხები, ისევე როგორც მათთან კავშირში მყოფი სხვა მნიშვნელოვანი თემები, აქტუალურად იდგა კონფერენციის დღის წესრიგში და ამ მხრივ იგი უდავოდ საინტერესოდ წარიმართა, თუმცა რთულია გამოვყოთ კონკრეტული თემა, რომლის შესახებ შეგვიძლია ვიმსჯელოთ როგორც მიუნხენის კონფერენციაზე მიღწეულ შედეგებზე. სიმართლე გითხრათ, ამის მოლოდინი არც მქონია.
– რამდენად მნიშვნელოვანი იყო საქართველოსთვის მიუნხენის კონფერენციაში -მონაწილეობა და რა შესაძლებლობებს გვიქმნის ასეთი ფორმატები?
– ცხადია, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია გვაძლევს ფართო შესაძლებლობებს იმისთვის, რომ დამატებით შევძლოთ საქართველოსთან დაკავშირებული თემების აქტუალიზაცია საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში.
მისასალმებელია, რომ საქართველოს დელეგაციამ არაერთ ფორმატში მიიღო მონაწილეობა. ამასთანავე, საქართველო თავად იყო მასპინძელი იმ პარალელური ღონისძიებისა, რაც ნატოს გაფართოების საკითხს ეხებოდა.
მრავალი მნიშვნელოვანი საკითხი საქართველოსთვის ქმნის როგორც შესაძლებლობებს, ასევე რისკებს. ამდენად, მნიშვნელოვანია ამ თემების რეგულარულად განხილვა სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებთან და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სწორი გადაწყვეტილებების მიღება
საგულისხმოა, რომ გარდა იმ გამოწვევებისა, რომელთაც უკვე შევეხე, კიდევ ბევრი მიმართულებით ვითარდება საინტერესო პროცესები და მათ შესაძლოა არაპირდაპირი ან თუნდაც პირდაპირი გავლენა ჰქონდეს საქართველოზე.
ამ მხრივ აღსანიშნავია აშშ-სა და ჩინეთს შორის დღეს არსებული ურთიერთობები და იმის საჭიროება, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მკაფიოდ განისაზღვროს აშშ-ს ხედვა და სტრატეგია ჩვენს რეგიონში, მათ შორის, სწორედ საქართველოსთან მიმართებით.
ასევე აღსანიშნავია პრეზიდენტ ტრამპის განცხადება ავღანეთიდან აშშ-ს სამხედრო შენართების ეტაპობრივად გაყვანის შესახებ. ეს და სხვა მრავალი მნიშვნელოვანი საკითხი საქართველოსთვის ქმნის როგორც შესაძლებლობებს, ასევე რისკებს. ამდენად მნიშვნელოვანია ამ თემების რეგულარულად განხილვა სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებთან და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სწორი გადაწყვეტილებების მიღება.
– დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ ევროპასა და აშშ-ს შორის ურთიერთობებში სერიოზული ცვლილებებია მომხდარი. ფაქტია, რომ უსაფრთხოების მიუნხენის ბოლო კონფერენციამ ამ თვალსაზრისით აშშ-სა და ევროპას შორის უთანხმოებები კიდევ უფრო გააშიშვლა. მხედველობაში მაქვს უპირველესად რუსეთთან მიმართებაში აზრთა მკვეთრი სხვადასხვაობა.
თქვენი აზრით, სავარაუდოდ რა გავლენას იქონიებს რუსეთთან მიმართებაში და სხვა საკითხებში აშშ-სა და ევროპის რიგი ქვეყნებს შორის აზრთა სხვადასხვაობა ერთი მხრივ აშშ-სა და ევროპას შორის ურთიერთობებზე?
– საკმოად ფართოა იმ საკითხების სპექტრი რაც ბოლო პერიოდში და აშშ-სა და დასავლეთ ევროპის ცალკეულ სახელმწიფოებს შორის უთანხმოების საგნად იქცა. მათ შორის არის ირანის წინააღდეგ დაწესებული სანქციები, აშშ-ს პრეზიდენტის განცხადებები პარიზის კლიმატურ შეთანხმებასთან დაკავშირებით, ასევე პრეზიდენტ ტრამპის პოზიცია მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის შესაძლო დატოვების შესახებ და სხვა.
ვფიქრობ, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი რაც პირდაპირ უკავშირდება რუსეთს და ამავდროულად განიხილებოდა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე არის „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ გაზსადენის მშენებლობა.
აღნიშნული პროექტი, რომლის ღირებულება დაახლოებით 11 მილიარდ დოლარს შეადგენს, რუსეთს საშუალებას მისცემს უკრაინის გვერდის ავლით, ბალტიის ზღვის მეშვეობით უზრუნველყოს გერმანიისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება. ბუნებრივია, ეს ცვლის უსაფრთხოების, განსაკუთრებით კი ენერგო-უსაფრთხოების სურათს ევროპის კონტინენტზე და ჰქმნის აზრთა სხვადასხვაობას დასავლურ ალიანსში.
რთულია იმ გავლენის ზუსტად შეფასება, რაც კონფერენციაზე აზრთა სხვადასხვაობამ და შესაბამისმა ქმედებებმა შესაძლოა მომავალში იქონიოს ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებზე, თუმცა, სამწუხაროდ, მეტი სიზუსტით და დამაჯერებლობით შეგვიძლია ვისაუბროთ იმ დადებით შედეგებზე, რაც ამ პროცესს რუსეთისთვის მოაქვს
გარდა ამისა, თავად ევროპელი ლიდერების მხრიდან მიუნხენის ფორუმზე ხაზი გაესვა აშშ-ს მიერ სირიიდან სამხედრო შენაერთების გაყვანის დაანონსებას და აღნიშნული ნაბიჯები კანცლერ მერკელის მხრიდან ირანისა და რუსეთის და პოზიციების გამყარების წინაპირობად შეფასდა.
შეიძლება ითქვას, რომ ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ საკითხებისა, რომელთა ირგვლივ არ არის ჯერ კიდევ შეჯერებული აშშ-სა და ევროპის რიგი ქვეყნების პოზიციები სწორედ რუსეთთან მიმართებით.
რთულია იმ გავლენის ზუსტად შეფასება, რაც კონფერენციაზე აზრთა სხვადასხვაობამ და შესაბამისმა ქმედებებმა შესაძლოა მომავალში ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებზე იქონიოს, თუმცა, სამწუხაროდ, მეტი სიზუსტით და დამაჯერებლობით შეგვიძლია ვისაუბროთ იმ დადებით შედეგებზე, რაც ამ პროცესს რუსეთისთვის მოაქვს.
რუსეთის სამიზნე ყოველთვის იყო, არის და ალბათ მომავალშიც იქნება დასავლეთის ერთიანობის რღვევა. რუსეთის ამ და სხვა შესაბამისი ამოცანების გასანეიტრალებლად ვფიქრობ მნიშვნელოვანია დასავლეთის მხრიდან სტრატეგიულ ხედვაზე დაფუძნებული ერთიანი და თანმიმდევრული პოლიტიკის წარმოება. მსოფლიო ისტორიას ახსოვს ასეთი პრეცედენტები და იმედია მომავალშიც ვიხილავთ.
– როდესაც რუსეთს ეკონომიკურ სანქციებს უწესებდნენ, აშშ-ს და დასავლეთს ჰქონდა იმედი, რომ რუსეთი საერთაშორისო ასპარეზზე აგრესიულ ქცევას შეცვლიდა, მაგრამ ასე არ მომხდარა. მეტიც, რუსეთმა გაამკაცრა არა მხოლოდ საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკა და იგი აშკარად უფრო მეტად აგრესიული გახდა.
ის ყველაფერი ხდება იმის ფონზე, რომ კრემლის პოლიტიკის შემოქმედი პრეზიდენტი პუტინი პოლიტიკიდან წასვლას არც აპირებს. რომც წავიდეს, რუსეთის საგარეო პოლიტიკაში ცვლილებები ნაკლებად იქნება მოსალოდნელი.
უკანასკნელ წლებში რუსეთი ყველაფერს აკეთებდა, რომ დასავლეთთან დაპირისპირებაში დრო მოეგო და გაეძლო ეკონომიკური სანქციებისთვის. ახლა როცა ევროპის რიგ ქვეყნებში სულ უფრო ხმამაღლა გამოთქვამენ უკმაყოფილებას რუსეთთან მიმართებაში დაწესებული ეკონომიკური სანქციების გამო, რჩება შთაბეჭდილება, რომ კრემლმა დრო მართლაც მოიგო.
რამდენად დიდია იმის ალბათობა ევროკავშირი თავად იტყვის უარს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებზე?
– პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში მნიშვნელოვნად მიმაჩნია მიღებული სანქციების შენარჩუნება. ამასთან, ევროპის სხვადასხვა დედაქალაქში გაკეთებული ცალკეული განცხადებების მიუხედავად არ ვფიქრობ, რომ თუნდაც საშუალო ვადიან პერსპექტივაში მოსალოდნელია რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციების მოხსნა.
ევროპის სხვადასხვა დედაქალაქში გაკეთებული ცალკეული განცხადებების მიუხედავად არ ვფიქრობ, რომ თუნდაც საშუალო ვადიან პერსპექტივაში მოსალოდნელია რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციების მოხსნა
ამას ბევრი მიზეზი აქვს, მათ შორის არის ის გაკვეთილიც, რაც დასავლეთმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ მიიღო, როდესაც რუსეთის მიმართ მიღებული ცალკეული ზომები მალევე გააუქმა.
სამწუხაროდ, მაშინ რუსეთისთვის სანქციები არც ყოფილა დაწესებული და იმ ეტაპზე დასავლეთი მხოლოდ გარკველ ფორმატებში, მათ შორის ნატო-რუსეთის საბჭოში თანამშრომლობის შეჩერებით შემოიფარგლა.
აქვე უნდა ითქვას, რომ რუსეთის ეკონომიკას გაცილებით უფრო დიდი ზიანი მიაყენა ნავთობის ფასების კლებამ, ვიდრე კონკრეტულმა სანქციებმა, თუმცა ამის მიუხედავად მიმაჩნია, რომ სანქციებს, მათ მიმართ გამოვლენილი სკეპტიციზმის მიუხედავად, აქვს თავისი დატვირთვა.
ამ მხრივ ვფიქრობ, გასათვალისწინებელია ის ზოგადი ფსიქოლოგიური ფაქტორიც, რაც ნამდვილად აისახება პოტენციურ ინვესტორთა განწყობებზე, რომლებიც რიგ შემთხვევებში სწორედ არსებული ან მოსალოდნელი სანქციების გამო იკავებენ თავს რუსეთში ინვესტიციების განხორციელებისაგან.
მნიშვნელოვანია, რუსეთი მუდმივად ხედავდეს დინამიკას, რომ მის მიერ აგრესიის ცალკეულ გამოვლინებებს აუცილებლად მოჰყვება საპასუხო ზომები, ისევე როგორც ეს მოხდა ბოლოს აზოვის ზღვაში მომხდარი სამწუხარო ინციდენტის გამო
ბუნებრივია, რუსეთისთვის გაცილებით უფრო მტკივნეული იქნებოდა სანქციები, რომლებიც, მაგალითად, სწორედ ენერგორესურსების წარმოებისათვის საჭირო ტექნოლოგიების შესყიდვას დაუკავშირდებოდა.
ცხადია ამის მზაობა ამ ეტაპზე არ არსებობს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ რუსეთი მუდმივად ხედავდეს დინამიკას, რომ მის მიერ აგრესიის ცალკეულ გამოვლინებებს აუცილებლად მოჰყვება საპასუხო ზომები, ისევე როგორ ეს მოხდა ბოლოს აზოვის ზღვაში მომხდარი სამწუხარო ინციდენტის გამო.
– ამას წინათ, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ განაცხადა – „საჰაერო თავდაცვის კომპონენტში საქართველო და საფრანგეთი თანამშრომლობის მეორე ეტაპზე გადადის. ანტისაჰაერო სისტემების შესყიდვა ჩვენი საჰაერო სივრცის და საქართველოს თითოეული მოქალაქის დაცულობის მნიშვნელოვანი გარანტიაა“.
მისივე თქმით, ამ კონტრაქტში გაწერილი მიმართულებებით მომავალში უკვე შესაძლებელი იქნება საქართველოს ნატო-ს ერთიანი მართვისა და კონტროლის სისტემაში ინტეგრირება. ძნელი დასაჯერებელია, რომ მოსკოვმა არ იცოდეს საქართველოსა და ნატოს შორის ინტეგრაციულ პროცესებზე.
თქვენი დაკვირვებით, ნატო-ს ერთიანი მართვისა და კონტროლის სისტემაში საქართველოს ინტეგრირება რამდენად შეიძლება აღმოჩნდეს საქართველოს წინააღმედგ სამხედრო ძალის გამოყენებისათვის შემაკავებელი ფაქტორი?
– უდავოდ მნიშვნელოვანია საჰაერო თავდაცვის ძლიერი სისტემის შექმნა და იმედი მაქვს, ამ მიმართულებით საფრანგეთთან თანამშრომლობა კონკრეტული შედეგების მომტანი იქნება.
რაც შეეხება მართვისა და კონტროლის სისტემებში ინტეგრირებას, ბუნებრივია ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ის გაფართოებული შესაძლებლობები, რასაც ბოლო წლებია ნატოსთან თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმატები გვაძლევს და ამავდროულად ალიანსთან ინსტიტუციური დაახლოების წინაპირობებს გვიქმნის. თუმცა, რა თქმა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ერთმნიშვნელოვნად შემაკავებელი ფაქტორი ნატოს წევრობაა და ზემოაღნიშნული ძალისხმევა მხოლოდ ვერ იქნება საკმარისი შესაბამისი საფრთხეების შესაკავებლად.
ამასთანავე, კრიტიკულად მნიშვნელოვანია კარგად გააზრება იმ ასიმეტრიული საფრთხეებისა, რაც რუსეთიდან მომდინარეობს. საინფორმაციო პროპაგანდა, კიბერშეტევები და აშ. – ეს ის ინსტრუმენტებია, რასაც რუსეთი აქტიურად იყენებს თითქმის მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმ ასიმეტრიული საფრთხეების კარგად გააზრება, რაც რუსეთიდან მომდინარეობს. საინფორმაციო პროპაგანდა, კიბერ შეტევები, და აშ. – ეს ის ინსტრუმენტებია, რასაც რუსეთი აქტიურად იყენებს თითქმის მთელი მსოფლიოს მასშტაბით
ჩვენ დიდი ძალისხმევა გვმართებს იმისთვის, რომ შექმნათ ამ ტიპის საფრთხეებზე ეფექტიანად რეაგირების ძლიერი სისტემა. ამისთვის პირველ რიგში საჭიროა სწორად წარიმართოს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის მაკოორდინირებელი ორგანოს, ეროვნული უშიშროების საბჭოს და მისი აპარატის შექმნისა და ფორმირების პროცესი და გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები ქვეყანაში მედეგობის, ე.წ. გამძლეობის უზრუნველსაყოფად.
ამ თვალსაზრისით, ვფიქრობ საქართველოსთვის საინტერესოა იმ გამოცდილების გაზიარება, თუ როგორ ფუნქციონირებს, მაგალითად, ფინეთში ან ბალტიისპირეთის ქვეყნებში სტრატეგიული კომუნიკაციებისა და კიბერ უსაფრთხოების სისტემა და როგორ ემზადებიან ეს ქვეყნები მოახლოებული არჩევნებისთვის.
– შავ ზღვაზე ნატოს გაძლიერებაზე კარგა ხანია საუბრობენ ალიანსში. ჩვენთან გახშირდა იმაზე საუბრები, რომ საქართველოს შავი ზღვის აკვატორიას შავ ზღვაში გაძლიერებული ნატოს ხომალდები დაიცავენ.
რუსი ექსპერტები აქამდე საუბრობდნენ, რომ მონტრეს კონვენციის თანახმად ამერიკულ სამხედრო ხომალდებს შავ ზღვაში მხოლოდ სამი თვით შემოსვლის უფლება ჰქონდათ, რასაც ამერიკელები ასრულებდნენ.
რუსი კონტრ-ადმირალი ვლადიმერ ბოგდაშინი დარწმუნებულია, რომ „თუ ამერიკელების მეექვსე ფლოტის ხომალდები შავ ზღვაში შევა, უკან აღარ დაბრუნდება.“ თქვენი დაკვირვებით, რამდენად საფუძვლიანია რუსი კონტრ-ადმირალის სიფრთხილე და პროგნოზი?
– შავი ზღვის უსაფრთხოება ნატოს და ზოგადად საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების ცენტრში სწორედ რუსეთის აგრესიული ქმედებების გამო მოექცა. ნატოს მიერ არაერთი ნაბიჯი გადაიდგა ალიანსის აღმოსავლეთით, მათ შორის სწორედ შავი ზღვის მიმართულებით უსაფრთხოების მექანიზმების გასაძლიერებლად.
სწორედ ამის გამოვლინებაა 2014 წლის უელსის სამიტზე მზადყოფნის სამოქმედო გეგმის შემუშავება, რომელიც აღნიშნულ რეგიონში რუსეთიდან მომდინარე კონკრეტული საფრთხეების გასანეიტრალებლად იქნა მიღებული.
მნიშვნელოვანია, რომ ამის შემდეგ, ნატოს ვარშავის სამიტის გადაწყვეტილების საფუძველზე ბალტიისპირა ქვეყნებში და პოლონეთში ბატალიონის ზომის 4 სამხერდო ქვედანაყოფი განთავსდა, რომელთა შორის არიან როგორც აშშ-ს, ასევე გერმანიის, დიდი ბრიტანეთისა და კანადის სამხედრო მოსამსახურეები.
იმ დისკურსის გათვალისწინებით, რაც შავი ზღვის უსაფრთხოების თემაზე ნატოს წევრ ქვეყნებს შორის მიმიდნარეობს, არ ვფიქრობ, რომ ამერიკული ხომალდების შავ ზღვაში შემოსვლასთან გვექნება საქმე
რაც შეეხება ამერიკული ხომალდების მიერ შავ ზღვის აკვატორიის რეგულარულად დაცვას – ვფიქრობ ბევრი ფაქტორის, მათ შორის იმ დისკურსის გათვალისწინებით რაც შავი ზღვის უსაფრთხოების თემაზე ნატოს წევრ ქვეყნებს შორის მიმიდნარეობს, არ ვფიქრობ, რომ ამერიკული ხომალდების შავ ზღვაში შემოსვლასთან გვექნება საქმე.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ბუნებრივია შავი ზღვის უსაფრთხოება საქართვეოსთვისაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია და სწორედ ამიტომ ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ამ საკითხებთან დაკავშირებით ალიანსთან.
თუმცა, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ შავი ზღვის არეალის მხოლოდ უსაფრთხოების პრიზმიდან დანახვა მართებულად არ მიმაჩნია. ვფიქრობ, შავი ზღვა საქართველოსთვის არის ის შესაძლებლობის არეალი, რაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის და შესაბამისად საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის ერთ-ერთ მთავარ ქვაკუთხედად უნდა იქცეს.
საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობიდან და სამომავლო პერსპექტივებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, სწორედ შავი ზღვაა ის მიმართულება, რაზეც ჩვენ სწორი აქცენტების გაკეთება გვმართებს
მოგეხსენებათ, გაფართოების კუთხით ევროკავშირის ინტერესი. როგორც წესი, ყალიბდება არა კონკრეტული ქვეყნის, არამედ სწორედ რეგიონის მიმართ.
ამის ერთ-ერთი მაგალითია თურქეთი, რომელმაც კანდიდატის სტატუსი მხოლოდ მას შემდეგ მიიღო, რაც გამოიკვეთა ევროკავშრის მკაფიო ინტერესი დასავლეთ ბალკანეთის მიმართ და თურქეთი სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული კონტექსტის ნაწილად იქცა.
საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობიდან და სამომავო პერსპექტივებიდან გამომდინარე, ვფიქრობ სწორედ შავი ზღვაა ის მიმართულება, რაზეც ჩვენ სწორი აქცენტების გაკეთება გვმართებს. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ სხვადასხვა ნაბიჯებთან ერთად უაღრესად მნიშველოვანია შავი ზღვაში სატრანსპორტო, სავაჭრო და ინფრასტრუქტურული კავშირების მაქსიმალურად გაძლიერება როგორც ევროკავშირის წევრ ისე არაწევრ ქვეყნებთან.
”ინტერპრესნიუსი”
კობა ბენდელიანი