ლევან დოლიძე ნატოს სამიტის შედეგების შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში
“ჩვენ უნდა ვიმუშავოთ უსაფრთხოების მექანიზმების გაძლიერებაზე, იმ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღწევაზე, რომ საქართველო მიიწვიონ ალიანსში. ეს არ გულისხმობს იმას, რომ ამის მიღწევის პერსპექტივა ამ სამიტზე არსებობს, თუმცა ამ სამიტზე უნდა შევეცადოთ კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ აღქმები, რაც მომავალში ხელს შეგვიწყობს. თუ გავაძლიერებთ აღქმას, რომ არამხოლოდ პრაქტიკული, არამედ საქართველოს აქვს ყველა ინსტრუმენტი ნატო-ს წევრობისთვის მოსამზადებლად, თუ ჩვენ მოვახერხებთ, რომ ახალი გადაწყვეტილებებით გაძლიერდეს უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა ნატო-სა და საქართველოს შორის, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ შედეგები იქნება მიღწეული”- ლევან დოლიძე