ლევან გიგინეიშვილის საჯარო სემინარი დუისში
საქართველოს უსაფრთხოების და განვითარების ცენტრმა (GCSD) დაიწყო სემინარების, ტრენინგებისა და ლექციების ციკლი რეგიონებში სამოქალაქო ინტეგრაციასა და ჩართულობასთან, ახალგაზრდების სამოქალაქო აქტიურობასთან და სხვა თემებთან დაკავშირებით.
დღეს, 2019 წლის 18 იანვარს, ახმეტის რაიონის სოფელ დუისში, ადგილობრივი კულტურის სახლში გაიმართა სემინარი განათლების, კრიტიკული აზროვნებისა და სამოქალაქო ჩართულობის მნიშვნელობის შესახებ. სემინარს უძღვებოდა ლევან გიგინეიშვილი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
საჯარო სემინარს ადგილობრივი სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები ესწრებოდნენ. შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსიაც.
ღონისძიება პროექტის „ადგილობრივი საზოგადოების მხარდაჭერის ინიციატივა საქართველოში“ ფარგლებში, PH International-ის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.