„მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებით პოლიტიკური მკვლელობების პრევენციისთვის საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერება“ - 1-ლი ფაზა
GCSD-მ დაასრულა პროექტის პირველი ეტაპი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების შესაძლებლობების გაძლიერებას.
ერთი წლის განმავლობაში პროექტმა, თანამედროვე გამოწვევებთან გასამკლავებლად, ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს შესაძლებლობების გაძლიერებისთვის იმუშავა. ეს კომპონენტი შედგებოდა თემატური ტრენინგებისგან, გამოცდილების გაზიარების სესიებისა და საგანგებო სტუაციების სიმულაციური სავარჯიშოებისგან. დოქტორ მარკ-მაიკლ ბლუმის მხარდაჭერით, სტრატეგიული კომუნიკაციების სფეროს პრაქტიკოსების კრიზისზე რეაგირების შესაძლებლობების გასაზრდელად სესიები გაიმართა. პირველი მორეაგირეებისათვის კი, ქბრბ ინციდენტების გამოვლენასა და მათ შემცირებასთან დაკავშირებული სესიები ჩატარდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრში, რომელსაც ბ-ნი დენ კასეტა უძღვებოდა. Ასევე, საქართველოს ეროვნულ უშიშროების საბჭოსთან თანამშრომლობით, ჩატარდა სიმულაციური ტრენინგი, რომელიც პრაქტიკული უნარების ამაღლების მნიშვნელოვან შესაძლებლობას წარმოადგენდა და ორიენტირებული იყო უწყებათაშორისი კოოდინაციის შესაძლებლობების გაძლიერებაზე ქბრბ საფრთხეების შემცირების ეროვნული სტრატეგიის შესაბამისად. პროექტის ფარგლებში, ასევე შემუშავდა სასწავლო მასალები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრისთვის.
პროექტი ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ერთობლივი საფრთხის შემცირების ოფისის (CTR) მხარდაჭერით.