სიახლე

მასტერკლასი - ახალგაზრდობის ჩართულობა სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობაში

საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ორგანიზებით, პანკისში მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის, ახალგაზრდობის ჩართულობის შესახებ ონლაინ მასტერკლასი ჩატარდა.

მასტერკლასი, ახალგაზრდული ორგანიზაცია „დრონის“ დამფუძნებელმა და Erasmus+ ახალგაზრდებისთვის და საქართველოში ევროპის სოლიდარობის კორპუსის  კოორდინატორმა გიორგი კიკალიშვილმა ჩაატარა. მასტერკლასზე მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია თუ რა შესაძლებლობები არსებობს ქვეყანაში ახალაგზრადებისთვის და ახალაგზარდებთან მომუშავე ორგანზიაციებსითვის. საუბარი შედგა მოხალისეობრივ და გაცვლით პროგრამებზე, მოხალისეობრივი საქმიანობის სფეროებზე, ასეთი ტიპის პროექტების მნიშვნელობაზე ორგანიზაციებისთვის და მათი განხორციელების სხვადასხვა ასპექტებზე. მასტერკლასის მონაწილეებმა ასევე მიიღეს პრაქტიკული რეკომენდაციები სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობაში ახალგაზრდობის ჩართულობის შესახებ.

მასტერკლასი ჩატარდა პროექტის - „პანკისის ადგიობრივი საზოგადოების ორგანიზაციებს შესაძლებლობის გაზრდა - მეორე ფაზა“ ფარგლებში, რმელსაც GCSD, USAID პაკისის სათემო კავშირებთან პარტნიორობით ახორციელებს. პროექტის ფარგლებში მასტერკლასები ჩატარდება ასევე ტურიზმის და რეგიონული განვითარების შესახებ.