სიახლე

მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ფორუმი სამცხე-ჯავახეთში

საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრმა (GCSD), სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ვაქცინაციასთან დაკაშირებული საინფორმაციო გამოწვევების შესახებ, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ფორუმი გამართა.

ონლაინ შეხვედრა ორი პანელისგან შედგებოდა. პირველ პანელზე მონაწილეებმა, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში პანდემიასთან და ვაქცინაციასთან დაკავშირებით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა განიხილეს. ადგილობრივი მედია საშუალებების წარმომადგენლებმა ისაუბრეს ქვეყანაში ვაქცინაციასთან დაკავშირებით მიმდინარე საინფორმაციო კამპანიასთან დაკავშირებით და ამ მიმართულებით საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების ინფორმირების პრობლემებზე. ასევე აღინიშნა, რომ ვაქცინაციის მიმართ რეგიონის მცხოვრებთა უმეტესობის დამოკიდებულება ნეგატიურია, ისევე როგორც ქვეყნის სხვა რეგიონებში და ამ მიმართულების საჭიროა საზოგადოების მეტი ინფორმირება.

შეხვედრის მეორე პანელი ვაქცინაციის კამპანიაში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის და თანამშრომლობის შესაძლებლობებს დაეთმო. ადგილობრიბმა სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა იმსჯელეს თუ რა შესაძლებლობები არსებობს იმისათვის, რომ მათი ჩართულობით, რეგიონში მცხოვრებ საზოგადოებაში ამაღლდეს ცნობიერება ვაქცინაციის შესახებ.

პროექტის ფარგლებში, 5 თებერვალს გამართულ შეხვედრაზე, სადაც საუბარი შედგა სამცხე-ჯავახეთში სხვადასხვა სფეროზე COVID-19-ის საინფორმაციო გავლენის და არსებული გამოწვევების შესახებ, GCSD-მ შეიმუშავა დოკუმენტი, სადაც მიმოხილულია რეგიონში არსებული სიტუაცია და წარმოდგენილია რეკომენდაციები სხვადასხვა სექტორში არსებულ პრობლემებთან გასამკლავებლად. ეს დოკუმენტი, GCSD-მ გაუზიარა შესაბამის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო უწყებებს.

შეხვედრა, პროექტის „ეთნიკური უმცირესობისთვის მედია ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და დეზინფორმაციასთან ბრძოლა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც GCSD, TV9 - სთან თანამშრომლობით და საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.