ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი
ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში, გიორგი გოგუაძე იყო პანელური დისკუსიის - კომუნიკაციის ძალა- მოდერატორი. სესიაზე განიხილეს კომუნიკაციასა და სახალხო დიპლომატიაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოწვევებთან გამკლავების გზები.
პანელურ დისკუსიაში წარმოდგენილი იყვნენ ნატოში აშშ-ს ყოფილი ელჩი კურტ ვოლკერი, ოქსფორდის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი , სამხრეთ კალიფორნიის სახალხო დიპლომატიის ცენტრის მთავარი მკვლევარი კორნელიუ ბიოლა, ესტონეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი უფროსი დიმიტრი ტეპერიკი და ფინეთის პრემიერ მინისტრის ოფისის კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსი იუსი ტოივანენი