სიახლე

პანელური დისკუსია - „ერთობლივი ძალისხმევა მაღალტექნოლოგიური კონვენციური იარაღისა და მისი კომპონენეტების უკანონო გავრცელების საფრთხეების აღმოსაფხვრელად”

26 ოქტომბერს, საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრმა (GCSD) გამართა პანელური დისკუსია - „ერთობლივი ძალისხმევა მაღალტექნოლოგიური კონვენციური იარაღისა და მისი კომპონენეტების უკანონო გავრცელების საფრთხეების აღმოსაფხვრელად”. 

ღონისძიება GCSD-ის საბჭოს წევრმა, გიორგი გოგუაძემ გახსნა, რასაც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, მეთიუ სეპისა და  გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტის დაზვერვისა და ანალიზის კვლევის ჯგუფის დირექტორის, ჯეიმს ბირნის მოხსენება მოჰყვა.

ღონისძიების პირველ პანელზე,  გიორგი გოგუაძემ, მოწვეულმა ექსპერტმა ბეთანი ბენქსმა, და GCSD-ის დირექტორმა ისაუბრეს უკანონო მაღალტექნოლოგიური კონვენციური იარაღის კომპონენტების გავრცელებასთან დაკავშირებულ საფრთხეებსა და გამოწვევებზე. ბეთანი ბენქსმა ისაუბრა სხვადასხვა ტიპის ყოველდღიურ ნივთებში ნაპოვნ ნაწილებსა და კომპონენტებზე, რომლებიც შემდგომ რუსულ მაღალტექნოლოგიურ კონვენციური იარაღების სისტემებში არის გამოყენებული. მან მოიყვანა სხვადასხვა მაგალითი და შემთხვევეის ანალიზის საფუძველზე განიხილეს რუსეთის მიერ გამოყენებული მიწოდების ჯაჭვის კომპლექსურობა.

მეორე პანელზე მონაწილეებს მიეცათ საშუალება მოესმინათ ჯეიმს ბირნის გამოსვლისთვის, მან პრეზენტაციის სახით, წარადგინა ქართულ ენაზე ნათარგმნი გაერთიანებული სერვისების სამეფო ინსტიტუტის (RUSI) არსებული დოკუმენტები. მონაწილეებმა იხილეს RUSI-ს აღმოჩენები, განიხილეს მათი კვლევის მეთოდოლოგია და ისაუბრეს RUSI-ს მიერ მომზადებულ სხვა ანგარიშებზე, მათ შორის სამი ქართული კომპანიის ჩართულობის კვლევა, რომლებიც ირანისთვის მაღალტექნოლოგიური კომპონენტების მიწოდებს უზრუნველყოფდნენ. პანელზე კითხვა-პასუხის რეჟიმს პანელის მოდერატორი, ნათია სესკურია, უსაფრთხოების კვლევების რეგიონალური ინსტიტუტის დირექტორი გაუძღვა.

საბოლოო პანელის მომხსენებლები იყვნენ აკაკი საღირაშვილი - მაღალტექნოლოგიური კონვენციური იარაღის თემის ადგილობრივი ექსპერტი, თინათინ ჯაფარიძე - ევრაზიის  გეოპოლიტიკური რისკების ანალიტიკოსი ევრაზიის ჯგუფში და შორენა ლორთქიფანიძე, თავდაცვისა და უსაფრთხოების სამოქალაქო საბჭოს დამფუძნებელი. მათ ისაუბრეს საქართველოში არსებულ საფრთხეებზე და კომპონენტის გავრცელებისგან ეფექტური დაცვის ზომებზე. თინათინ ჯაფარიძემ ისაუბრა საქართველოს შესაძლებლობებზე და დასავლურ პარტნიორებთან შესაბამისობაში ყოფნის აუცილებლობაზე. აკაკი საღირაშვილმა რეგიონალური კონტექსტის განხილვის ფარგლებში წარადგინა ის რისკები, რომელიც საქართველოში არსებულ კომპანიებსა და ორგანიზაციებს შესაძლოა გააჩნდეთ. 

პანელურ დისკუსიაში კითხვა-პასუხის რეჟიმის საშუალებით, მონაწილეებს მიეცათ საშუალება დაესვათ კითხვები, და მიეღოთ პასუხები შეზღუდვების რეჟიმებთან, თანამედროვე შესაბამისობის მეთოდებთან დაკავშირებით.