სიახლე

პანკისის ხეობაში პირველი დაგეგმილი კინო-ჩვენება გაიმართა

საქართველოს უსაფრთხოების და განვითარების ცენტრი (GCSD) საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს ფინანსური ხელშეწყობით ახორციელებს პროექტს ”Empowering the Youth in Pankisi Gorge.” პროექტის ფარგლებში, 4 აგვისტოს, პანკისის ხეობის სოფელ დუისში გაიმართა პირველი დაგეგმილი კინო-ჩვენება და დისკუსია, რომელშიც მონაწილეობდნენ პანკისის სოფლებში მცხოვრები ახალგაზრდები და თბილისიდან მოწვეული სტუმარი ლევან გიგინეიშვილი.

პროექტი სხვა აქტივობებთან ერთად, კიდევ 6 ასეთ კინო-ჩვენებას და დისკუსიას მოიცავს.