პირველი ანტიტერორისტული სემინარი ჩატარდა
დიპლომატიურმა ინსტიტუტმა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრმა (GCSD), საქართველოში ისრაელის საელჩოს მხარდაჭერით, საქართველოს და ისრაელს შორის პირველ ანტიტერორისტულ სემინარს უმასპინძლეს.
ონლაინ შეხვედრაზე, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მსმენელებს ისრაელში ტერორიზმთან დაკავშირებული გამოწვევების შესახებ და ანტიტერორისტული მიმართულებით სამინისტროს როლზე ესაუბრა. შეხვედრის მონაწილეებს, საქართველოში ტერორიზმთან დაკავშირებული გამოწვევები, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა გააცნო.
ასევე, სემინარზე განხილულ იქნა შემდეგი თემები: ანტიტერორისტული სამართლის ასპექტები, ტერორიზმის დაფინანსება და რადიკალიზაცია სოციალურ მედიაში.
სემინარში, მომხსენებლის რანგში, მონაწილეობდნენ ისრაელის სამხედრო დაზვერვის, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს რეგიონალური უსაფრთხოებისა და კონტრტერორიზმის დეპარტამენტის, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციის მიმართულებით ისრაელის მთავრობის და ინტერდისციპლინარული ცენტრის Herzliya - ს წარმომადგენლები. შეხვედრის განმავლობაში, მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ მომხსენებლისთვის დაესვათ კითხვები.
შეხვედრა, სტრატეგიის და განვითარების ცენტრის დირექტორმა გიორგი გოგუაძემ შეაჯამა.