პირველი ტრენინგი ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციის შესახებ
ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციის პირველი ტრენინგი დასრულდა. ტრენინგზე მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ძალადობრივ ექტრემიზმთან გამკლავების სხვადასხვა მიდგომების, პროგრამებსა და საუკეთესო პრაქტიკების შესახებ. ტრენინგი ონლაინ ჩატარდა და 5 სესიას მოიცავდა.
ტრენინგის მასალა ადგილობრივი კონტექსტისათვის ადაპტირდა და ითარგმნა. Სასწავლო პროგრამა მოიცავს “ძალადობრივ ექსტრემიზმთან გამკლავება - კონცეფციების, პროგრამების შექმნისა და მოწინავე პრაქტიკის შესახებ გაცნობითი ხასიათის სახელმძღვანელოს”, ტრენერის დამხარე სახელმძღვანელოს, თემატურ ვიდეოებს, პრეზენტაციებსა და დამხმარე სავარჯიშოებს.
ძალადობრივ ექსტრემიზმთან გამკლავების პროგრამა მიზნად ისახავს საჯარო მოხელეებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების თანამშრომელთა მომზადებას და მათთვის ძალადობრივ ექსტრემიზმთან ბრძოლის პროცესში მიღებული უახლესი პრაქტიკის გააზრებას.
ტრენინგი შედგება ათი მოდულისგან, რომლებიც მოიცავს სფეროში არსებულ, როგორც ზოგად პრაქტიკასა და გამოცდილებას, ასევე რეკომენდაციებს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთათვის. Პროგრამა აერთიანებს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, ახლგაზრდობის, თემის ლიდერების, ქალებისა და ბავშვების, ტექნოლოგიების, ნარატივების როლებს PCVE პროგრამებსა და ძალისხმევებში.
ტრენინგი მოიცავს აქტივობების სერიას თითოეული მოდულისთვის და თემატური ვიდეო-მასალის ბმულებს, რაც უზრუნველყოფს სათანადო ნიადაგის მომზადებას დისკუსიების ჩატარებისა და მოსაზრებების გამოთქმისთვის.
Სასწავლო პროგრამა ხაზს უსვამს თანამშრომლური მიდგომების უპირატესობას, რომლებიც სცილდება უსაფრთხოებაზე ორიენტირებული რეაგირების ფარგლებს და გამყარებულია მოწინავე პრაქტიკებით. ადგილობრივ კონტექსტთან, კულტურასა და მახასიათებლებთან მარტივად ადაპტირებისთვის, ის აგრეთვე უზრუნველყოფს სათანადო ინსტრუმენტებსა და რეკომენდაციებს. და ბოლოს, პროგრამა ხელს უწყობს რისკების ადრეულ ეტაპზევე გამოვლენასა და აღმოფხვრას პროგრამის შემუშავებისა და "ზიანის მიუყენებლობის“ (Do No Harm) მიდგომის გამოყენებით.
უახლოეს პერიოდში დაგეგმილია ამავე ტრენინგის ჩატარება II და III ნაკადისთვის. ამ ეტაპზე, განაცხადების შერჩევის პროცესი მიმდინარეობს.
სახელმძღვანელო ხელმისაწვდომია ჩვენს ვებ გვერდზე: http://bit.ly/3h5biQR
ტრენინგები ტარდება პროექტის “ძალადობრივი ექსტრემიზმის პრევენცია საქართველოში - საჯარო მოხელეებისა და სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების განვითარება”, ფარგლებში, რომელსაც GCSD ჰედაიას ცენტრთან თანამშრომლობით ახორციელებს.