პროექტების მართვის საკითხებში, დაჩქარებული პრაქტიკული კურსი ჩატარდა
პროექტის - „პანკისის ადგიობრივი საზოგადოების ორგანიზაციებს შესაძლებლობის გაზრდა - მეორე ფაზა“ ფარგლებში, პროექტების მართვის საკითხებში, დაჩქარებული პრაქტიკული კურსი დასრულდა. კურსი, პანკისის ადგილობრივი ორგანიზაციების 18 - მა წარმომადგენელმა გაიარა, რომლებმაც მიიღეს ცოდნა ორგანიზაციული მართვის, პროექტების წერის, ბიუჯეტირების, საგადასახადო, ფონდების მოძიების, ადვოკატირეაბისა და კომუნიკაციების შესახებ.
პროექტს საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი (GCSD), USAID პაკისის სათემო კავშირებთან პარტნიორობით ახორციელებს. პროექტის მიზანია, გააძლიეროს პანკისში არსებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციაბი, უზრუნვეყოს მათი პროფესიული უნარ-ჩვევებისა და შესაძლებლობების გაუმჯობესება და ხელი შეუწყოს მათ მდგრად ინსტიტუციურ განვითარებას.
პროექტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია ინდივიდუალური საკონსულტაციო შეხვედრები პირველი ფაზის მონაწილეებთან. შეხვედრებზე, შესაბამისი სფეროს ექსპერტები, ორგანიზაციებს მათ საჭიროებებზე მორგებული სტრატეგიების და გამოწვევებთან გამკლავების შესაძლო გზების შემუშავებაში დაეხმარებიან. ასევე, ჩატარდება სამი მასტერკლასი ტურიზმის, რეგიონალური განვითარების და ახალგაზრდების ჩართულობის შესახებ.
პროექტის პირველი ფაზის ფარგლებში, რომელიც 2019 წლის დეკემბრიდან - 2020 წლის მარტამდე მიმდინარეობდა, პანკისში მომუშავე ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების 5 ორგანიზაციის წარმომადგენლებმა უკვე გაიარეს აღნიშნული კურსი. კურსის გავლის შედეგად, მათ აიმაღლეს კვალიფიკაცია საპროექტო განაცხადების შემუშავებასა და გრანტების მოპოვების მიმართულებით.