სიახლე

პროექტი - "ისაუბრე, იკვლიე და აღმოაჩინე ნატო"

საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრმა - GCSD ახალი პროექტი - "ისაუბრე, იკვლიე და აღმოაჩინე ნატო" დაიწყო. პროექტის მიზანია, ახალგაზრდებს და საზოგადოების სხვა ჯგუფებს გააცნოს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის შესახებ არსებული აქტუალური თემები და ხელი შეუწყოს ამ საკითხებზე დისკუსიის წარმართვას.
 
პროექტი რამდენიმე კომპონენტისგან შედგება, კერძოდ: საუბრები ნატოს შესახებ, სტუდენტებისა და ექსპერტების მიერ კვლევითი დოკუმენტების მომზადება და შემაჯამებელი კონფერენცია.
 
პროექტი თბილისში პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, რომელიც ასევე არის ნატოს საკონტაქტო საელჩო საქართველოში.