სიახლე

საგრანტო კონკურსი #23-001

საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი (GCSD), პროგრამის - ‘‘ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციისთვის საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერება’’ ფარგლებში, აცხადებს საგრანტო კონკურსს, რომლის ზოგადი მიზანია, საქართველოში ყველა ფორმის ძალადობრივ ექსტრემიზმთან და რადიკალიზაციასთან გამკლავება.

კონკურსის ფარგლებში გაიცემა 400 000 ლარი. ერთი პროექტის მინიმალური ბიუჯეტი შეადგენდეს 100 000 ლარს, ხოლო მაქსიმალური 400 000 ლარს. 100 000 ლარზე ზემოთ შემუშავებული პროექტებისთვის სავალდებულოა განმცხადებელ ორგანიზაციას ჰყავდეს მინიმუმ ერთი პარტნიორი. უპირატესობა მიენიჭება პარტნიორებს რეგიონებიდან.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს, რომლებსაც აქვთ მინიმუმ სამწლიანი ოპერირების გამოცდილება. ასევე, არასამეწარმეო (არაკომერციულ) მედია ორგანიზაციებს და აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს.

საგრანტო პროექტის რეზიუმეს შემოტანის ბოლო ვადაა: 9 ივნისი, 2023 წელი  (18:00 საათამდე).

საგრანტო კონკურსის შესახებ ინფორმაციის დასაზუსტებლად შეგიძლიათ მოგვმართოთ ელექტრონული ფორმით და შეკითხვები გამოაგზავნოთ ელ. ფოსტაზე - gcsd@gcsd.org.ge, არაუგვიანეს 5 ივნისისა.

საგრანტო პროექტის რეზიუმეს გამოგზავნისას, გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ:  საგრანტო კონკურსი #23-001.

დაგვიანებული ან არასრულად წარმოდგენილი საგრანტო პროექტის რეზიუმეები არ განიხილება. მეტი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ ქვემოთ მიმაგრებული დოკუმენტები.

საგრანტო კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, GCSD-ი გამართავს ონლაინ საკონსულტაციო შეხვედრას: ოთხშაბათს, 24 მაისს, 12:00 საათზე, Zoom-ის ონლაინ პლატფორმის საშუალებით. რეგისტრაციისთვის, გთხოვთ, მოგვმართოთ შემდეგ ელ. ფოსტაზე - gcsd@gcsd.org.ge არაუგვიანეს 23 მაისისა.

პროგრამას, GCSD, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, 2020 წლიდან ახორციელებს.

მსგავსი სიახლეები

ძალადობრივი ექსტრემიზმის შესახებ სახელმძღვანელოს თაობაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ძალადობრივი ექსტრემიზმის შესახებ სახელმძღვანელოს თაობაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის ორგანიზებით, სამოქალაქო საზოგადოების და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. სამუშაო შეხვედრაზე, განხილულ იქნა „ძალადობრივ ექსტრემიზმთან გამკლავება: კონცეფციების, პროგრამების შექმნისა და მოწინავე პრაქტიკის...

საგრანტო კონკურსი

საგრანტო კონკურსი

GCSD, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, 2020 წლიდან ახორციელებს ოთხწლიან პროგრამას - ‘‘ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციის მიმართულებით საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერება’’. პროგრამის მიზანია, საქართველოში ყველა ფორმის ექსტრემიზმისა...

საგრანტო კონკურსით დაინტერესებულ პირებთან საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა

საგრანტო კონკურსით დაინტერესებულ პირებთან საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) მიერ გამოცხადებული  საგრანტო კონკურსით დაინტერესებულ პირებთან საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა.    შეხვედრის დასაწყისში GCSD-ის გუნდმა მოკლედ უპასუხა იმ ძირითად კითხვებს, რაც საგრანტო განაცხადის...

საგრანტო კონკურსით დაინტერესებულ პირებთან ონლაინ საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა

საგრანტო კონკურსით დაინტერესებულ პირებთან ონლაინ საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) მიერ გამოცხადებული  საგრანტო კონკურსით დაინტერესებულ პირებთან ონლაინ საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის განმავლობაში GCSD-ის გუნდმა ყველა მათ შეკითხვას უპასუხა. შეხვედრის ოქმი შეგიძლიათ იხილოთ...

შეხვედრა თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტთან

შეხვედრა თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტთან

საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის დირექტორმა მარიამ თოხაძემ, საქართველოს პარლამენტის თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტის წევრებს ცენტრი და მისი პროგრამა - „ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციისთვის საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერება“...

საგრანტო კონკურსი

საგრანტო კონკურსი

GCSD აცხადებს საგრანტო კონკურსს, რომლის ზოგადი მიზანია, საქართველოში ყველა ფორმის ძალადობრივ ექსტრემიზმთან და რადიკალიზაციასთან გამკლავება. გრანტის მაქსიმალური ოდენობა 100,000 ლარს შეადგენს.  კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს, რომლებსაც აქვთ...

ტენდერში მონაწილეობით დაინტერესებულ პირთათვის ონლაინ საკონსულტაციო  შეხვედრა გაიმართა

ტენდერში მონაწილეობით დაინტერესებულ პირთათვის ონლაინ საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის(GCSD) მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობით დაინტერესებულ პირთათვის ონლაინ საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა. ონლაინ შევხედრაზე, #GCSD-ის გუნდმა, ტენდერით დაინტერესებულ პირთა მიერ დასმულ ყველა შეკითხვას უპასუხა. ტენდერის...

საგრანტო კონკურსით დაინტერესებულ პირებთან ონლაინ საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა

საგრანტო კონკურსით დაინტერესებულ პირებთან ონლაინ საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) მიერ გამოცხადებული  საგრანტო კონკურსით დაინტერესებულ პირებთან ონლაინ საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის განმავლობაში GCSD-ის გუნდმა მათ ყველა შეკითხვას უპასუხა. შეხვედრის ოქმი შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ფაილად.