საჯარო ლექცია-დისკუსია
30 ოქტომბერს, 18:30 საათზე, ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით, ნატოსა და ევროკაშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან და საქართველოს უსაფრთხოების და განვითარების ცენტრთან (GCSD) თანამშრომლობით, ნატოსა და ევროკაშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში, დაგეგმილია საჯარო ლექცია თემაზე ,,აბუ ბაქრ ალ ბაღდადის სიკვდილი - დაეშის მომავალი და გავლენა ისლამისტურ ტერორიზმზე“.
ლექციას წაიკითხავენ გიორგი გოგუაძე, საქართველოს უსაფრთხოების და განვითარების ცენტრის (GCSD) დირექტორი და მარიამ თოხაძე, ტერორიზმის კვლევის ცენტრის დირექტორი.
დასწრება თავისუფალია.