საქართველოს მთავრობის სტრატეგიული პროგრამა
დღეს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს უსაფრთხოების და განვითარების ცენტრმა (GCSD) დაიწყო საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების პროგრამის განხორციელების აქტიური ეტაპი.
პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების სტრატეგიული კომუნიკაციების შესაძლებლობების გაძლიერებას, არსებული კოორდინაციის სისტემის გაუმჯობესებასა და შესაბამისი საჯარო მოხელეების უნარ-ჩვევების ამაღლებას.