სასწავლო კურსი და სტიპენდია უსაფრთხოების თემაზე მომუშავე მედიის წარმომადგენლებისთვის
Საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი (GCSD), ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის “ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციისათვის საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერება” ფარგლებში, აცხადებს განაცხადების მიღებას უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე მედიის წარმომადგენლებისათვის განკუთვნილ სასწავლო კურსსა და სტიპენდიის კონკურსში “ტერორიზმი და ძალადობრივი ექსტრემიზმი” მონაწილეების შესარჩევად.
სასწავლო კურსის და სტიპენდიის შესახებ:
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტებს, პროდიუსერებს, რედაქტორებს, ასევე ჟურნალისტიკის მიმართულების მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს, შესაძლებლობა ეძლევათ გაირაონ 10 მოდულისაგან შემდგარი ინტენსიური 7-კვირიანი ტრენინგ-კურსი ტერორიზმის, ძალადობრივი ექსტრემიზმის და მასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ. მოდულებს გაუძღვებიან სფეროს როგორც ქართველი, ასევე უცხოეული ექსპერტები. ლექციები ჩატარდება ონლაინ ფორმატში, ხოლო კურსის თემატური ნაწილის დასრულების შემდეგ, პროგრამის მონაწილეებისთვის ჩატარდება ორდღიანი მასტერკლასი - ეფექტიანი და ეთიკური მაუწყებლობა ტერორიზმსა და ძალადობრივ ექსტრემიზმე. მასტერკლასში მონაწილეობას შეძლებენ კურსის მხოლოდ ის მონაწილეები, რომლებიც სრულად დაესწრებიან სასწავლო პროგრამის 80%-ს. პროგრამა და დეტალური განრიგი ინდივიდუალურად გაეგზავნება შერჩეულ მონაწილეებს.
კურსი შედგება შემდეგი მოდულებისგან:
ძირითადი სალექციო თემები:
- ძირითადი კონცეპტები და ძალადობრივი ექსტრემიზმის მამოძრავებელი ფაქტორები
- ძალადობრივი ექსტრემიზმის გააზრება: იდეოლოგიები და ნარატივები
- ისლამიზმი: მუსლიმთა საძმო, ალ კაიდა, დაეში
- ისლამიზმი საქართველოში
- ნაციონალიზმი: ირლანდიის რესპუბლიკური არმია (IRA), ბასკების სამშობლო და თავისუფლება (ETA), პალესტინის კონტექსტი
- ულტრა მემარჯვენე ექსტრემიზმი
- ულტრა მემარჯვენე ექსტრემიზმი საქართველოში
მოწვეული სპიკერების მოხსენებები:
- გაშუქება კონფლიქტის ზონიდან და ექსტრემიზმი
- კიბერტერორიზმი
- იდენტობის პოლიტიკა ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკაში
- სიძულვილის ენა და ადამიანის უფლებები
- საუბრები ექსტრემისტებთან
კურსის თემატური ნაწილის დასრულების შემდეგ, პროგრამის მონაწილეებისთვის ჩატარდება ორდღიანი მასტერკლასი - ეფექტიანი და ეთიკური მაუწყებლობა ტერორიზმსა და ძალადობრივ ექსტრემიზმე. მასტერკლასში მონაწილეობას შეძლებენ კურსის მხოლოდ ის მონაწილეები, რომლებიც სრულად დაესწრებიან სასწავლო პროგრამის 80%-ს.
სასწავლო კურსის დასასრულს გაიცემა სერტიფიკატები.
კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, კონკურსის საფუძველზე შეირჩევა 3 სტიპენდიანტი (სტიპენდიის ოდენობა-600 აშშ დოლარი), რომლებიც მოამზადებენ ერთ თემატურ მედია პროდუქტს (სტატია, სიუჟეტი და სხვ.)
დეტალური ინფორმაცია სასწავლო კურსის პროგრამის და ექსპერტების/მომხსენებლების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ დოკუმენტში.
სასწავლო კურსით დაინტერესებულმა მედიის წარმომადგენლებმა CV და დაინტერესების წერილი უნდა გამოაგზავნონ შემდეგ მისამართზე: vacancy@gcsd.org.ge არაუგვიანეს 30 იანვრისა და Შეტყობინების subject-ში მიუთითონ “სასწავლო კურსი და სტიპენდია მედიისთვის-PCVE”. დაინტერესების წერილი უნდა მოიცავდეს 300-400 სიტყვას და მკაფიოდ განმარტავდეს, რატომ სურს დაინტერესებულ პირს კურსში მონაწილეობის მიღება. განაცხადის გამოგზავნიასას, გთხოვთ, მიუთითოთ, გესაჭიროებათ თუ არა ინგლისურიდან ქართულ ენაზე თარგმანის უზრუნველყოფა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მოგვწერეთ მეილზე n.gabarashvili@gcsd.org.ge