სიახლე

სასწავლო/საინფორმაციო ტური რეგიონული არასამთავრობო და მედია საშუალებების წარმომადგენლებისათვის

საქართველოს უსაფრთხოების და განვითარების ცენტრის (GCSD) ორგანიზებით, საქართველოს რეგიონებში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედია საშუალებების წარმომადგენლებისათვის თბილისში სასწავლო/საინფორმაციო ტური ჩატარდა ქვეყნის უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებთან დაკავშირებით. ვიზიტის ფარგლებში, მონაწილეები შეხვდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეს ქალბატონ ანა დოლიძეს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილეს ბატონ არჩილ ყარაულაშვილს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორს დავით სოლომონიას, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორს ქალბატონ ქეთევან ჩაჩავას, ნიდერლანდების ელჩის მოადგილეს ფლორ ნუიტენ-ელზინიას და ჟურნალისტ ირაკლი ტაბლიაშვილს.

მონაწილეები ასევე შეხვდნენ ენპარდის (ENPARD) წარმომადგენელს თამარ ხუნწარიას და გაეცნენ ევროკავშირის პროგრამას სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის.

დიდ მადლობას ვუხდით თითოეულ უწყებას თანამშრომლობისთვის და საინტერესო შეხვედრების ორგანიზებისთვის.

განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს, რომლის მხარდაჭერითაც გაიმართა აღნიშნული ტური პროექტ „VOTE SMART“-ის ფარგლებში.