სიახლე

საუბრები ელჩებთან - ბრიტანეთი

საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი (GCSD) აგრძელებს შეხვედრების სერიას - „საუბრები ელჩებთან“, სადაც საქართველოში პარტნიორი სახელმწიფოების ელჩები აქტუალურ გეოპოლიტიკურ საკითხებზე და საკუთარი ქვეყნების პოზიციონირებაზე საუბრობენ.
 
შეხვედრების სერიის „საუბრები ელჩებთან“ მეორე შეხვედრის ფარგლებში, 2022 წლის 16 ივნისს, GCSD-მ ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მარკ კლეიტონს, უმასპინძლა. ბატონმა კლეიტონმა ისაუბრა უსაფრთხოების გამოწვევებზე კავკასიის რეგიონში და საქართველო-ბრიტანეთის ურთიერთობებზე.
 
შეხვედრა ჩატარდა სამუშაო ჯგუფის და ჩეთემ ჰაუსის ფორმატში.