საუბრები ელჩებთან - გერმანია
საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი (GCSD) აგრძელებს შეხვედრების სერიას - „საუბრები ელჩებთან“, სადაც საქართველოში პარტნიორი სახელმწიფოების ელჩები აქტუალურ გეოპოლიტიკურ საკითხებზე და საკუთარი ქვეყნების პოზიციონირებაზე საუბრობენ.
შეხვედრების სერიის „საუბრები ელჩებთან“ მეხუთე შეხვედრის ფარგლებში, 2023 წლის 14 მარტს, GCSD-მ, გერმანიის ელჩს საქართველოში ერნსტ პეტერ ფიშერს უმასპინძლა. სხვა საკითხებთან ერთად, ელჩმა, წლების განმავლობაში გერმანიის საგარეო პოლიტიკის ტენდენციებზე, ასევე უკრაინაში მიმდინარე ომზე ისაუბრა.
შეხვედრა ჩატარდა სამუშაო ჯგუფის და ჩეთემ ჰაუსის ფორმატში.