სიახლე

საუბრები ელჩებთან - ისრაელი

საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი (GCSD) აგრძელებს შეხვედრების სერიას - „საუბრები ელჩებთან“, სადაც საქართველოში პარტნიორი სახელმწიფოების ელჩები აქტუალურ გეოპოლიტიკურ საკითხებზე და საკუთარი ქვეყნების პოზიციონირებაზე საუბრობენ.

შეხვედრების სერიის „საუბრები ელჩებთან“ მესამე შეხვედრის ფარგლებში, 2022 წლის 27 ოქტომბერს, GCSD-მ, ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ქალბატონ ჰადას მეიცადს უმასპინძლა. ქალბატონმა მეიცადმა ისაუბრა ახლო აღმოსავლეთში 2020 წლის აბრაამის შეთანხმების შედეგად შეცვლილ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაზე და 2022 წელს ლიბანთან მიღწეული შეთანხმების მნიშვნელობაზე.

შეხვედრა ჩატარდა სამუშაო ჯგუფის და ჩეთემ ჰაუსის ფორმატში.