სიახლე

საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის სისტემის რეფორმა

საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციისა და მართლწესრიგის ოფიცრის რეფორმის ფარგლებში, გასულ და მიმდინარე თვეებში განვახორციელეთ სხვადასხვა აქტივობა.

აღნიშნული აქტივობების მიზანია მართლწესრიგის ოფიცრებსა და მოსახლეობას შორის დადებითი კომუნიკაციის ხელშეწყობა.

გაცნობითი შეხვედრის ფარგლებში, მართლწესრიგის ოფიცრები მოზარდებთან ერთად სხვადასხვა არაფორმალურ სივრცეში იმყოფებოდნენ.

გარდა ამისა, კანტის აკადემიის მონაწილეები ეწვიენ შსს-ს აკადემიას, სადაც მათ ჩაუტარდათ პრეზენტაცია ბულინგის და კიბერდანაშაულის საკითხებზე.

GCSD-ის ორგანიზებით, 16-მდე ოფიცრისთვის განხორციელდა ტრენინგი პიროვნული განვითარების და გუნდური მუშაობის საკითხებზე.

აღნიშნული პროექტი ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით.