შეხვედრა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან
4 დეკემბერს, საქართველოს უსაფრთხოების და განვითარების ცენტრის (GCSD) ორგანიზებით გაიმართა დისკუსია “სტრატეგიული კომუნიკაცია საქართველოში”.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს დიდი ბრიტანეთიდან მოწვეულმა სტრატეგიული კომუნიკაციის ექსპერტმა M&C Saatchi World Services LLP დირექტორმა Gerry Osborne-მა, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა.
შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოში სტრატეგიული კომუნიკაციის არსებული მოდელი, მთავარი გამოწვევები და შესაძლებლობები.
პროექტი ხორციელდება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით.