სიახლე

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან

საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის - GCSD პროექტის, „ინფორმაციული არჩევანი პანდემიის წინააღმდეგ“ გუნდი, ახალციხის მერიაში ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს ვაქცინაციის მიმართულებით, რეგიონში არსებული ვითარება და დაგეგმეს ერთობლივი საინფორმაციო ღონისძიებები.

პროექტის ფარგლებში ქართულ და სომხურ ენებზე შემუშავებული ბეჭდური საინფორმაციო მასალები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, არასამთავრობო ორგანიზაცია „ტოლერანტს’’ და სასურსათო მაღაზიათა ქსელ „მაგნიტს“ გადაეცა.

ვაქცინაციის საკითხზე მომზადებული სხვადასხვა მედია პროდუქტები და ბეჭდური მასალა აქტიურად გავრცელდება სამცხე-ჯავახეთის რეგიონში რისთვისაც GCSD მადლობას უხდის ადგილობრივ თვითმართველობას, სამოქალაქო საზოგადოების და კერძო სექტორის წარმომადგენლებს.

პროექტი ხორციელდება ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერით. პროექტი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ვაქციინაციის მნიშვნელობის შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას და ვაქცინაციის უფრო ეფექტიანად განხორციელებას სამცხე-ჯავახეთის რეგიონში