სიახლე

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან

საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ორგანიზებით, სამცხე-ჯავახეთში მომუშავე ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, კოვიდ პანდემიის შედეგების შესახებ, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

ონლაინ შეხვედრაზე მონაწილეებმა სხვადასხვა სფეროზე კოვიდ პანდემიის გავლენის შესახებ იმსჯელეს. საუბარი შედგა ეპიდემიური მდგომარეობით გამოწვეულ შედეგებზე ბიზნესის, ჯანდაცვისა და განათლების სფეროებზე.  ასევე, ამ პირობებში რა გამოწვევები არსებობს ეთნიკური უმცირესობების კუთხით, პანდემიასთან დაკავშირებულ სხვადასხვა რეგულაციებზე, დახმარებაზე და ვაქცინაციასთან დაკავშირებით რეგიონში არსებულ განწყობებზე.

GCSD - იმ მოისმინა არასამთავრობო ორგანიზაციებისგან სხვადასხვა სფეროზე პანდემიისგან გამოწვეული პრობლემების გადაჭრის რეკომენდაციების და წარმატების მაგალითების შესახებ. არსებული სიტუაციის სიმწვავიდან გამომდინარე, მიღებულ ინფორმაციაზე დარდნობით, მომზადდება რეკომენდაციები, რომლებიც შესაბამის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო უწყებებს გაეგზავნებათ.

შეხვედრა, პროექტის „ეთნიკური უმცირესობისთვის მედია ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და დეზინფორმაციასთან ბრძოლა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც GCSD, TV9 - სთან თანამშრომლობით და საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.