შეხვედრა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიის შემუშავებისა და მონიტორინგის მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიასთან
საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრმა (GCSD - მ), ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიის შემუშავებისა და მონიტორინგის მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის წევრებთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე GCSD - ის ბაზაზე არსებული ტერორიზმის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა მარიამ თოხაძემ, კომისიის წევრებს, პროექტი - „ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციის მიმართულებით საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერება“ წარუდგინა. მარიამ თოხაძემ პროექტის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა და ყურადღება იმ საკითხებზე გაამახვილა, რომლებიც კომისიის წევრი უწყებების გაძლიერებისთვის არის დაგეგმილი.
პროექტის ფარგლებში იგეგმება კომისიის შესაძლებლობების ეტაპობრივი გაძლიერება სხვადასხვა ტრენინგ სესიების და პარტნიორ სახელმწიფოებში სასწავლო ვიზიტების მეშვეობით. სატრენინგო სესიებს წარუძღვებიან მოწვეული ექსპერტები ხოლო სასწავლო ვიზიტებისას მონაწილეები შეძლებენ გაეცნონ ძალადობრივი ექსტრემიზმის და რადიკალიზაციის პრევენციის მიმართულებით პარტნიორი სახელმწიფოების საუკეთესო პრაქტიკას და მიღებულ გაკვეთილებს. პროექტის ამავე კომპონენტის ფარგლებში კომისიისთვის შემუშავდება სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომელიც კონტრტერორისტული სტრატეგიის შემუშავების, ასევე მისი შესაბამისი სამოქმედო გეგმის განხორციელებისა და მონიტორინგის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას შეაჯამებს.
დღევანდელი შეხვედრა GCSD - ის დირექტორმა გიორგი გოგუაძემ გახსნა. შეხვედრის მონაწილეებს, მისასალმებელი სიტყვით, ნორვეგიის სამეფოს საელჩოს წარმომადგენელმა საქართველოში მარკო სოლდიჩმა, ხოლო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან გიორგი საბედაშვილმაც მიმართეს.
პროექტი - „ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციის მიმართულებით საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერება“, მიმდინარე წელს დაიწყო და მომდევნო ოთხი წლის მანძილზე გაგრძელდება. პროექტი, GCSD - ის მიერ, საქართველოში ნორვეგიის სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.