სიახლე

სიახლეები მიმდინარე პროექტებზე - საქართველოს ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციის შესაძლებლობების გაძლიერება

საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრმა 2020 წლის აპრილში, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, დაიწყო ოთხწლიანი მრავალმხრივი პროგრამა - ‘‘ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციის მიმართულებით საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერება.’’

პროგრამის მიზანია საქართველოში ყველა ფორმის ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციის ხელშეწყობა, ასევე საზოგადოების მედეგობის ამაღლება და სახელმწიფოს შესაძლებლობების გაძლიერება. ამ მიზნით პროგრამის ფარგლებში აქტიური და კომპლექსური ღონისძიებები განხორციელდება შესაბამისი სახელმწიფო უწყებების, აკადემიური წრეების, მედიის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, ადგილობრივი თემებისა და სხვა ჩართული მხარეების მონაწილეობით.

ქვეყანაში COVID-19 ვირუსით გამოწვეული ვითარების მიუხედავად, GCSD-ის გუნდი წარმატებულად განაგრძობს პროგრამით გათვალისწინებული აქტივობების განხორციელებას.

პროგრამის დანერგვიდან დღემდე:

  • გამოცხადდა საგრანტო კონკურსი, რომელიც მიზნად ისახავს ეროვნული ინტეგრაციის მხარდაჭერას და ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში სამოქალაქო ჩართულობისა და ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერებას.
  • COVID-19 ვირუსის გავრცელების ფონზე ქვეყნის საინფორმაციო და ინტერნეტ სივრცესში ძალადობრივი და რადიკალური მოწოდებისსიძულვილის ენის, ქსენოფობიისა და რასიზმის გამოხატვის ტენდენციების კვლევისა და მონიტორინგის მიზნით, შემუშავდა კვლევითი კონკურსი. კონკურსის გამარჯვებული ექსპერტი უკვე შერჩეულია და იგი მომდევნო 2 თვის განმავლობაში იმუშავებს აღნიშნულ კვლევაზე.  
  • აქტიურ ფაზაშია საერთაშორისო ექსპერტების/ორგანიზაციების შერჩევის პროცესი. აღნიშნულ ექსპერტებს/ორგანიზაციებს ევალებათ პროგრამით გათვალისიწინებული ტრენინგ კურსის შემუშავება და  ტრენერების გადამზადება.

პროგრამის დეტალური აღწერისა და დაგეგმილი აქტივობების შესახებ ინფორმაციისათვის იხილეთ თანდართული ფაილი. 

საგრანტო კონკურსით დაინტერესებულ პირებისათვის, განაცხადის ნახვა შესაძლებელია ჩვენს საიტზე, ტენდერების გვერდზე.