სიახლე

სიახლეები მიმდინარე პროექტებზე - საზოგადოებასა და პოლიციას შორის ნდობის გაზრდის პროექტი

2018 წლის შემოდგომიდან GCSD ახორციელებს საზოგადოებასა და პოლიციას შორის ნდობის გაზრდის პროექტს. პროექტი ხორციელდება ნიდერლანდების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით და მიმართულია 2018 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტორს მიერ შემოღებული მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის განვითარებისკენ. კერძოდ, GCSD-ის გუნდი ეხმარება შინაგან საქმეთა სამინისტროს, მიმართოს ისეთ ეფექტურ საკომუნიკაციო საშუალებებს, რომლებიც ხელს შეუწყობენ საზოგადოებაში მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის ცნობადობის ამაღლებასა და ნდობის გაღრმავებას.

პოექტის დაწყებდან დღემდე განხორციელდა სხვადასხვა აქტივობა, რომელიც ესმსახურებოდა მართლწესრიგის ოფიცრების უნარების განვითრებასა და საზოგადოებასა და დანაშაულის პრევენციაზე ორიენტირებული პოლიციის კონცეფციის პოპულარიზაციას. 2018 წლიდან განხორციელებული აქტივობების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ინფოგრაფიკაზე.




ქვეყანაში
COVID-19 ვირუსით გამოწვეული ვითარებიდან გამოდინარე, საჭირო გახდა აპრილისა და მაისის თვეებში დაგეგმილი ღონისძიებების დროებით შეჩერება, აქტივობების მოდიფიკაცია და არსებულ რეალობაზე მორგება.

შინაგან საქმეთა სამინისტორს აკადემიასთან თანამშრობლობით, დავიწყეთ საპოლიციო კურსის გაციფრულება. ასევე გადავწყვიტეთ პროექტის ფარგლებში  საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო სამსახურის შესახებ ვთარგმნოთ სხვადასხვა სახელმძღვანელო და პუბლიკაცია. აღნიშნული ემსახურება აკადემიის სტუდენტების თანამედროვე სასწავლო მასალებით უზრუნველყოფასა და საზოგადოების ინფორმირებას. პირველი დოკუმენტი, რომელიც ითარგმნა არის აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის პუბლიკაცია საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო სამსახურის შესახებ. აღნიშნული დოკუმენტი ხელმისაწვდომია ჩვენს ვებ-გვერდზე 'პუბლიკაციების' კატეგორიაში.
http://gcsd.org.ge/ge/publications/show/33