სიახლე

სპეციალური პენიტენციური სერვისების სასწავლო კურსი

საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ორგანიზებით, პროგრამის “ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციისთვის საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერება” ფარგლებში, სპეციალური პენიტენციური სერვისების სასწავლო კურსი ჩატარდა.

სწავლებაში მონაწილეობდნენ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლები, რომლებმაც, საპატიმრო დაწესებულებების კონტექსტში, ტერორიზმის, რადიკალიზაციისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის საკითხების შესახებ როგორ თეორიული ნაწილი, ისე პრაქტიკული მაგალითები მოისმინეს. სამდღიანი ღონისძიების მიმდინარეობისას განხილულ იქნა: მართლმსაჯულების სისტემის და კანონის უზენაესობის საკითხები კონტრტერორიზმის და ძალადობრივი ექსტრემიზმის მიმართულებით, ძალადობრივი ექსტრემიზმის შეფასების, რეაბილიტაციის, რეინტეგრაციისა და ძალადობრივ ექსტრემიზმში გენდერის სპეციფიკაციები. 

სასწავლო კურსი შეიმუშავა და უძღვებოდა პეტა ლოუი. იგი არის Phronesis Consulting and Training-ის მთავარი კონსულტანტი და ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების სპეციალისტი The Commonwealth Secretariat-ში. ის, ასევე, ძალადობრივი ექსტრემიზმის პრევენციის ექსპერტია გაეროს განვითარების პროგრამაში - Global Policy Network Roster. 

პროგრამას GCSD, ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.