სტრატკომი პოსტ-სიმართლის ეპოქაში
🔊 გვსურს გაგიზიაროთ ჩვენი კონფერენციის ანონსი: სტრატეგიული კომუნიკაციები პოსტ-სიმართლის ეპოქაში.
კონფერენციის მთავარი ამოცანაა სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო ექსპერტების, აკადემიის, მედიის, სახელმწიფო უწყებებისა და ექსპერტების ჩართულობით გავმართოთ დისკუსია საინფორმაციო სივრცეში არსებულ გამოწვევების შესახებ. პანელურ დისკუსიებსა და პარალელურ სესიებზე ვისაუბრებთ ისეთ საკითხებზე როგორიცაა:
✔️ სტრატეგიული კომუნიკაციების მნიშვნელობა და როლი საზოგადოების სხვადასხვა სექტორის გაძლიერებაში
✔️ პოსტ-სიმართლის ეპოქისთვის დამახასიათებელ ნიჰილიზსა. დეზინფორმაციასა და ყალბ ამბებთან გამკლავების ეფექტიანი გზების ძიება
✔️ ნატო-საქართველოს ურთიერთობებში პროაქტიული კომუნიკაციის მნიშვნელობა
✔️ კიბერ შესაძლებლობები დეზინფორმაციასთან გამკლავების პროცესში
✔️ სხვადასხვა სახელმწიფოს გამოცდილების გაზიარება ეფექტიანი სტრატეგიული კომუნიკაციების დაგეგმვის კუთხით
✔️ აკადემიისა და კვლევითი ინსტიტუტების როლი საინფორმაციო უსაფრთხოების გაზრდაში
✔️ პროაქტიული ეროვნული ნარატივის დაგეგმვის შესაძლებლობები და წინაღობები
✔️ სოციალური მედიის როლი საინფორმაციო უსაფრთხოებაში
✔️ ძალისხმევის დეცენტრალიზაცია და რეგიონების ჩართულობა დეზინფორმაციასა და პროპაგანდასთან გამკლევაბაში
კონფერენცია გაიმართება ბათუმში, 2020 წლის აპრილის მეორე ნახევარში. დაზუსტებული ინფორმაცია თარიღის, სარეგისტრაციო პროცედურების, მომხსენებლების, პარტნიორებისა და სპონსორების შესახებ განთავსდება სპეციალურად შექმნილ ღონისძიების გვერდზე. რომელიც ჩვენ გვერდზე იქნება ხელმისაწვდომი.
მიმდინარე ეტაპზე კონფერენციის მხარდამჭერია აშშ-ს საელჩო საქართელოში, პოლონეთის საელჩო საქართველოში, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური და კვლევითი ინსტიტუტი.