სიახლე

სწავლება ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის შესახებ

საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ორგანიზებით, პროექტის - "ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციისთვის საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერება" ფარგლებში, ჩატარდა სწავლება თემაზე - "ძალადობრივი ექსტრემიზმი და რადიკალიზაცია: გამოწვევები და მათთან გამკლავების გზები". 

სწავლებაში მონაწილეობა, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის, ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წარმომადგენლებმა და სხვა საჯარო საჯარო მოხელეებმა მიიღეს.

სასწავლო კურსი სამი დღის განმავლობაში გაგრძელდა, რა დროისაც მონაწილეები გაეცნენ უსაფრთხოების, კიბერუსაფრთხოების, თავდაცვის, ტერორიზმისა და რადიკალიზაციის საკითხებში არსებულ გამოწვევებს როგორც საქართველოს, ისე აღნიშნულ სფეროში სხვა გამოცდილი ქვეყნების მაგალითზე. ასევე, ევროკავშირის ქვეყნებში, დაბრუნებული მებრძოლების და მათი ოჯახის წევრების მიმართ პოლიტიკას.

კურსს, უძღვებოდნენ: თამთა გელაშვილი, ოსლოს უნივერსიტეტის დოქტორანტი, ნორვეგიის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის უმცროსი მკვლევარი, გიორგი გურგენიძე, საქართველოს ინფორმაციული უსაფრთხოების ასოციაციის პრეზიდენტი, ალეკო კვახაძე, ბირმინგემის უნივერსიტეტის დოქტორანტი, ანიტა პერეზინი, ხორვატიის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს უფროსი მრჩეველი, ზაგრების უნივერსიტეტის ასისტანტ პროფესორი, თინათინ აღნიაშვილი, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის თავდაცვის საკითხთა დეპარტამენტის დირექტორი, შალვა ძებისაშვილი, საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის ხელმძღვანელი. 

სასწავლო დღის ბოლოს გაიმართა არაფორმალური სესია, სადაც კურსის მონაწილეები დოკუმენტური ფილმების -  White Right: Meeting the Enemy (ულტრამემარჯვენე ექსტრემიზმის შესახებ) ჩვენებას დაესწრნენ. კინოჩვენების ბოლოს გაიმართა თემატური დისკუსია.

პროგრამას - “ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციისთვის საქართველოს შესაძლებლობების

გაძლიერება”, GCSD, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით 2020 წლიდან ახორციელებს.