სიახლე

ტენდერი ორგანიზაციული აუდიტის ჩასატარებლად

საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი (GCSD) არის არასამეწარმეო, არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის ძირითადი მიზნებია: ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ხელშეწყობა, ეფექტიანი და დემოკრატიული მართვა და მდგრადი განვითარება. GCSD -ის საქმიანობა მოიცავს კვლევას, მონიტორინგს, ადვოკატირებასა და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას.

ორგანიზაცია აცხადენს 2018 წლის ორგანიზაციული აუდიტის ტენდერს. აუდიტორულმა კომპანიამ უნდა შეასრულოს შემდეგი სამუშაო:

-        2018 წლის ორგანიზაციული აუდიტი;

-        2019 წლის ბუღალტრული ნაშთების გაანგარიშება, პროგრამაში ასახვა და ორგანიზაციისთვის ფინანსურ პროცედურებზე რეკომენდაციების შემუშავება.

წინადადებაში წარმოდგენილი უნდა იყოს მომსახურების მიწოდების თარიღები და სხვა ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილება. გთხოვთ, მიუთითოთ ფასები ლარში, ზემოთ ხსენებული სერვისებისთვის ცალ-ცალკე დღგ-ს ჩათვლით.

დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ განაცხადები არაუგვიანეს 2019 წლის 15 ნოემბრისა შემდეგ ელ-ფოსტაზე: vacancy@gcsd.org.ge