სიახლე

ტენდერი რაოდენობრივი კვლევის ჩასატარებლად

საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი - GCSD  აცხადებს ტენდერს კვლევითი ორგანიზაციებისთვის. ტენდერში გამარჯვებულმა ორგანიზაციამ, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ორ რეგიონში (სამცხე-ჯავახეთი და ქვემო ქართლი) უნდა ჩაატაროს რაოდენობრივი კვლევა, შეისწავლოს საინფორმაციო გარემო და სამიზნე აუდიტორია.

კვლევის კითხვარი უნდა შეადგინოს შერჩეულმა ორგანიზაციამ პროექტში ჩართულ მხარეებთან აქტიური თანამშრომლობით.

დეტალური სტატისტური ანალიზის გარდა ორგანიზაციამ უნდა ჩაატაროს სამაგიდე კვლევა და კვლევის შედეგად გამოკვეთილი მიგნებები და ძირითადი დასკვნები  წარმოადგინოს პოლიტიკის დოკუმენტის ფორმატით ქართულ და ინგლისურ ენებზე. კვლევის შედეგები არ არის საჯარო და განკუთვნილია მხოლოდ ორგანიზაციისთვის.

ხანგრძლივობა და შესრულების გრაფიკი

ტენდერში გამარჯვებულ ორგანიზაციასთან მოგვიანებით მოხდება კვლევის ზუსტი გრაფიკის განსაზღვრა.   

 წარმოსადგენი დოკუმენტები და ინფორმაცია  

  • დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა უნდა გამოაგზავნონ შემდეგი სახის დოკუმენტაცია/ინფორმაცია:                      
  • ორგანიზაციის გამოცდილება (განხორციელებული პროექტები-არაუმეტეს 2 გვერდი);
  • პროფესიული რეზიუმე კვლევაში მონაწილე პირების (პროექტის მენეჯერი, ანალიტიკოსი და ..);
  • კვლევის მეთოდოლოგია:
  1. კვლევის ჩატარების მეთოდოლოგიის აღწერა და დასაბუთება;
  2. ანალიტიკური მოდელის (მონაცემთა დამუშავების მეთოდის) აღწერა;
  • კვლევის დეტალური ბიუჯეტი - გაწეული ყველა დანახარჯისა და დამატებითი ღირებულების გადასახადის გარეშე;
  • შესრულების გრაფიკი;
  • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2021 წლის 17 ნოემბერი, 18:00 საათი. განაცხადი მიიღწბა შემდეგ ელ. ფოსტაზე gcsd@gcsd.org.ge. გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითეთ - რაოდენობრივი კვლევის განაცხადი.

საკონსულტაციო შეხვედრა

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაინტერესებული ორგანიზაციის წარმომადგენლებთან საკონსულტაციო შეხვედრა დაგეგმილია ხუთშაბათს, 11 ნოემბერს, 12:00 საათზე, Zoom-ის ონლაინ პლატფორმის საშუალებით. რეგისტრაციისთვის, გთხოვთ მოგვწეროთ ზემოთ მითითებულ ელ. ფოსტაზეკონკურსთან დაკავშირებული კითხვების გამოგზავნის ბოლო  ვადაა 15 ნოემბერი. 

 შერჩევის კრიტერიუმები

გამარჯვებულ ორგანიზაციას შეარჩევს პროექტის მმართველი საბჭო მოთხოვნილი დოკუმენტებისა და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე.