სიახლე

ტენდერი საინფორმაციო კამპანიის ჩასატარებლად

საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი აცხადებს ტენდერს ძალადობრივი ექსტრემიზმთან ბრძოლის და მისი პრევენციის შესახებ მედია კამპანიის განსახორციელებლად.

მედია კამპანიის განმახორციელებელმა კომპანიამ #GCSD-სთან ერთად უნდა შეიმუშაოს სხვადასხვა ეტაპებისგან შემდგარი საინფორმაციო კამპანია, რომელიც გადანაწილდება ერთი წლის განმავლობაში.

 

კამპანიის ძირითად სამიზნე ჯგუფს, რადიკალიზაციის და ექსტრემიზმის მიმართ მოწყვლადი მოქალაქეები და უკვე რადიკალურად და ექსტრემისტულად განწყობილი მოსახლეობა წარმოადგენს.

დეტალური ტექნიკური დავალება და განაცხადის ფორმა იხილეთ თანდართული დოკუმენტების სახით.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 31 იანვრის 18:00 საათი.

2021 წლის 14 დეკემბერს 12:00 საათზე, GCSD ტენდერთან დაკავშირებულ ონლაინ საკონსულტაციო შეხვედრას გამართავს Zoom-ის პლატფორმის საშუალებით. რეგისტრაციისთვის, გთხოვთ, მოგვმართოთ შემდეგ ელ. ფოსტაზე - gcsd@gcsd.org.ge

ტენდერთან დაკავშირებულ საკითხებზე დამატებითი ინფორმაციის მიღება ან/და დაზუსტება შესაძლებელია gcsd@gcsd.org.ge-ზე. ტენდერთან დაკავშირებით კითხვების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2022 წლის 20 იანვარი.