ტენდერი წერილობით სათარჯიმნო მომსახურებაზე
"საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრი" აცხადებს ტენდერს კომპანიებისთვის წერილობითი დოკუმენტების თარგმნის და რედაქტირების მომსახურებაზე.
სათარჯიმნო კომპანიამ უნდა უზრუნველყოს შემდეგი დოკუმენტების თარგმნა ინგლისურიდან ქართულ ენაზე და შემდგომი რედაქტირება:
- 370 გვერდიანი ტექსტი;
- 163 სლაიდი;
სატენდერო განაცხადი უნდა მოიცავდეს:
- სათარჯიმნო კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალსა და საკონტაქტო ინფორმაციას;
- შესრულებული სამუშაოს ნიმუშს;
- განახლებული ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
- ცნობას საგადასახადო დავალიანების არქონის შესახებ;
სატენდერო განაცხადი შეფასდება გამოცდილების და შემოთავაზებული ფასის მიხედვით.
არასრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემთხვევაში თქვენი შემოთავაზება არ განიხილება.
დოკუმენტაცია გამოაგზავნეთ შემდეგ ელ. მიასამართზე k.imerlishvili@gcsd.org.ge არუგვიანეს 2020 წლის 27 მარტისა.