ტრენინგი ძალადობრივ ექსტრემიზმიზმთან ბრძოლის შესახებ
საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) მიერ ორგანიზებული ორდღიანი ტრენინგი ძალადობრივ ექსტრემიზმიზმთან ბრძოლის შესახებ დასრულდა.
ტრენინგი ონლაინ რეჟიმში ჩატარდა და მასში, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიის შემუშავებისა და მონიტორინგის მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობაში შემავალი თემატური სამუშაო ჯგუფების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ტრენინგი, კონტრტერორიზმის და ძალადობრივი ექსტრემიზმის მიმართულებით საერთაშორისო ექსპერტმა, უილიამ ფარელმა ჩაატარა. ტრენინგის პირველი დღე, ძალადობრივი ექსტრემიზმის საპრევენციო ეროვნული სტრატეგიების სტრუქტურისა და საკოორდინაციო მექანიზმების შესწავლას დაეთმო. მეორე დღეს, ტრენინგის მონაწილე პირებს საშუალება ჰქონდათ მოესმინათ ისეთი საკითხების შესახებ როგორებიცაა: მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობა ძალადობრივ ექსტრემიზმთან ბრძოლასა და პრევენციაში, ძალადობრივ ექსტრემიზმთან ბრძოლის პროგრამის საერთაშორისო მაგალითები. ტრენინგის განმავლობაში, მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა თემის ირგვლივ გაეზიარებინათ საკუთარი მოსაზრებები და მიეღოთ შესაბამისი უკუკავშირი.
ტრენინგი პროექტის „ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციისთვის საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერება“ ფარგლებში ჩატარდა. პროექტი, GCSD - ის მიერ, საქართველოში ნორვეგიის სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.