ტრენინგი კახეთის რეგიონის მერიების წარმომადგენლებისთვის
28-29 ივლისს, თელავში საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ორგანიზებით, პროგრამის “ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციისთვის საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერება” ფარგლებში, ორდღიანი ტრენინგი გაიმართა - ძალადობრივი ექსტრემიზმის პრევენცია და მასთან გამკლავება.
ღონისძიება განკუთვნილი იყო კახეთის რეგიონის მერიების წარმომადგენლებისთვის, ითვალისწინებდა სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობის სპეციფიკას და მორგებული იყო მათ საჭიროებებზე.
მომხსენებლებმა განიხილეს ძალადობრივი ექსტრემიზმის კონცეპტუალური საფუძვლები, მისი მამოძრავებელი ფაქტორები და მასთან გამკლავების მიდგომები - ახალგაზრდების სპეციფიკა და გენდერული დინამიკა, განათლებისა და მედიის როლი, თემის ლიდერების და ოჯახების ჩართულობა. Ასევე, ყურადრება გამახვილდა ძალადობრივ ექსტრემიზმთან ბრძოლის ძალისხმევის დაგეგმვასა და მონიტორინგზე.
საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ორგანიზებით, მსგავსი ტიპის ტრენინგები მოიცავს სხვა რეგიონებსაც და ჩატარდება ყველა მერიის წარმომადგენლებისთვის.
პროგრამა დაფინანსებულია ნორვეგიის სამეფოს საელჩოს მიერ.