ტრენინგი - კომუნიკაცია კრიზისის დროს
საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის ორგანიზებით, 17-18 მაისს, გაიმართა ტრენინგი - კომუნიკაცია კრიზისის დროს. ტრენინგში მონაწილეობდნენ საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახურის და სხვა უწყებების თანამშრომლები. მონაწილეები გაეცნენ კრიზისის დროს კომუნიკაციის საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას, ამასთან, განიხილეს მედიასთან ეფექტიანი კომუნიკაცია და სხვა.
ტრენინგი Albany Associates-ის ექსპერტმა ჯემ ტომასმა ჩაატარა.
ტრენინგი სტრატეგიული კომუნიკაციების პროგრამის ფარგლებში ჩატარდა. პროგრამა, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. მისი მიზანია, საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების გაზრდა სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით და ეფექტური სტრატეგიული კომუნიკაციების სისტემის შემუშავება.