სიახლე

ტრენინგი მედიის წარმომადგენლებისთვის

2019 წლის 30-31 მარტს, GCSD ტრენინგს „ერთობლივი ძალისხმევა რადიკალიზაციასა და ძალადობრივ ექსტრემიზმთან გამკლავებისთვის (P/CVE)“ ჟურნალისტებისთვის მართავს.

ტრენინგზე რადიკალიზაციასა და ძალადობრივ ექსტრემიზმს თეორიულად და კონცეპტუალურად მიმოიხილავენ, ასევე ისაუბრებენ მედიის როლზე რადიკალიზაციასა და ძალადობრივ ექსტრემიზმთან გამკლავებაში. შეხვედრა დატვირთულია სხვადასხვა სავარჯიშოებითა და აქტივობებით, ბოლოს – გაიმართება შემაჯამებელი დისკუსია.

ტრენინგზე ასევე წარადგინეს სახელმძღვანელო მედიისთვის „ძალადობრივ ექსტრემიზმთან დაკავშირებული საკითხების გაშუქება“. სახელმძღვანელო მომზადდა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ GCSD-სთან პარტნიორობით, რომლის ავტორია, ჟურნალისტი, ლაშა ქავთარაძე.

ტრენინგს GCSD-ის დირექტორი, გიორგი გოგუაძე უძღვება, ხოლო სახელმძღვანელო მედიისთვის ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელმა დირექტორმა ნატა ძველიშვილმა და ავტორმა ლაშა ქავთარაძემ წარადგინეს. მონაწილე ჟურნალისტები ცენტრალურ და რეგიონულ მედიასაშუალებებს წარმოადგენენ.

ტრენინგი პროექტის „ადგილობრივი საზოგადოების მხარდაჭერის ინიციატივა საქართველოში“ ფარგლებში PH International-ის ფინანსური მხარდაჭერით ტარდება.

შეხვედრის ფოტომასალა შეგიძლიათ, იხილოთ აქ.